1.კონვენციის III დანართში საქართველოს ინიციატივით შეტანილი სახეობის ან პოპულაციის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. კონვენციის III დანართში სხვა ქვეყნის ინიციატივით შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე.
2.კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული იმპორტისა, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტი იმ ქვეყნიდან ხორციელდება, რომლის ინიციატივითაც ეს სახეობა ან პოპულაცია შეტანილია კონვენციის III დანართში, − ამ ქვეყნის მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე.
3.კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტის არა წარმოშობის ქვეყნიდან, არამედ რეექსპორტის ქვეყნიდან განხორციელების შემთხვევაში საკმარისია რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან რეექსპორტის სერტიფიკატის წარდგენა.
4.კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი იმ ქვეყნიდან, რომელშიც ეს სახეობა ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე.
5.კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.
6.კონვენციით განსაზღვრული ნებართვა და სერტიფიკატი არ მოითხოვება: ა) იმ სახეობის საქართველოში წარმოშობილი ნიმუშის ექსპორტის განხორციელებისას, რომლის პოპულაციაც საქართველოს ინიციატივით არ არის შეტანილი კონვენციის III დანართში; ბ) კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის პოპულაციის ნიმუშის იმპორტის იმ ქვეყნიდან განხორციელებისას, რომლის პოპულაციაც არ არის შეტანილი კონვენციის III დანართში, თუ ნიმუში წარმოშობილია ამ ქვეყანაში; გ) კონვენციის III დანართში შეტანილი იმ სახეობის ნიმუშის რეექსპორტის განხორციელებისას, რომელიც არ არის წარმოშობილი კონვენციის III დანართში შეტანილი პოპულაციიდან. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კონვენციის III დანართში საქართველოს ინიციატივით შეტანილი სახეობის ან პოპულაციის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. კონვენციის III დანართში სხვა ქვეყნის ინიციატივით შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე.2. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული იმპორტისა, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტი იმ ქვეყნიდან ხორციელდება, რომლის ინიციატივითაც ეს სახეობა ან პოპულაცია შეტანილია კონვენციის III დანართში, − ამ ქვეყნის მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე.3. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტის არა წარმოშობის ქვეყნიდან, არამედ რეექსპორტის ქვეყნიდან განხორციელების შემთხვევაში საკმარისია რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან რეექსპორტის სერტიფიკატის წარდგენა.4. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი იმ ქვეყნიდან, რომელშიც ეს სახეობა ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე.5. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.6. კონვენციით განსაზღვრული ნებართვა და სერტიფიკატი არ მოითხოვება:ა) იმ სახეობის საქართველოში წარმოშობილი ნიმუშის ექსპორტის განხორციელებისას, რომლის პოპულაციაც საქართველოს ინიციატივით არ არის შეტანილი კონვენციის III დანართში;ბ) კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის პოპულაციის ნიმუშის იმპორტის იმ ქვეყნიდან განხორციელებისას, რომლის პოპულაციაც არ არის შეტანილი კონვენციის III დანართში, თუ ნიმუში წარმოშობილია ამ ქვეყანაში;გ) კონვენციის III დანართში შეტანილი იმ სახეობის ნიმუშის რეექსპორტის განხორციელებისას, რომელიც არ არის წარმოშობილი კონვენციის III დანართში შეტანილი პოპულაციიდან.საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.საქართველოს 2025 წლის 2 ივლისისკანონი №935–ვებგვერდი, 07.07.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №21 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
26 ივლ. 2006 – 1 იან. 2019მუხლი კანონში არ იყო
… – 26 ივლ. 2006ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს „წითელი ნუ…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…ცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საბაჟო კოდ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა