საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 158. ექსპორტის პროცედურის გამოყენება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსპორტის პროცედურა საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან (მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით), რა დროსაც ხორციელდება ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები.

2.საქართველოს საქონელი, რომელიც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, უნდა მოექცეს ექსპორტის პროცედურაში, გარდა: ა) გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლისა; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქონლისა, რომელიც გატანამდე მოქცეული იყო მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში; გ) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საქონლისა, რომელიც გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზისგან, ამასთანავე, ასეთი მიწოდებისთვის ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგება.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე ვრცელდება ექსპორტის საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობები.

4.საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის გარეშე ექსპორტის პროცედურა შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს ამ საქონლის გასხვისების დოკუმენტს.

5.შემთხვევები და პირობები, როდესაც ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება საქართველოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ წარმოიშობა, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსპორტის პროცედურა საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან (მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით), რა დროსაც ხორციელდება ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები. 2. საქართველოს საქონელი, რომელიც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, უნდა მოექცეს ექსპორტის პროცედურაში, გარდა: ა) გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლისა; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქონლისა, რომელიც გატანამდე მოქცეული იყო მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში; გ) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საქონლისა, რომელიც გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზისგან, ამასთანავე, ასეთი მიწოდებისთვის ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგება. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე ვრცელდება ექსპორტის საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობები. 4. საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის გარეშე ექსპორტის პროცედურა შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს ამ საქონლის გასხვისების დოკუმენტს. 5. შემთხვევები და პირობები, როდესაც ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება საქართველოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ წარმოიშობა, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10141871981² (დ…15116014815911636241158
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…რადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს საგადასახა…სამშენებლო პროდუქტების…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა