გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 24 (დანართი 1). შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული.

2.სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ  იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ)  მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

3.მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.

4.სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდების/ტრანსპორტირების შემთხვევაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №56 – ვებგვერდი, 21.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №257 - ვებგვერდი, 11.08.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. 2. სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ  იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ)  მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. 3. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა. 4. სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდების/ტრანსპორტირების შემთხვევაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №56 – ვებგვერდი, 21.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №257 - ვებგვერდი, 11.08.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14⁴67467918¹13614572¹25³ (…27 (დ…26 (დ…546224 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს საბაჟო კოდ…საავტომობილო გზების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა