მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ

მუხლი 4. დამატებითი სოციალური გარანტიები

რედაქცია №3კონსოლიდირებული · 27 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მეცნიერს ასაკის გამო პენსია გაეზრდება, თუ: ა) მამაკაცს აქვს მუშაობის არანაკლებ 25 წლის საერთო სტაჟი, რომლიდანაც სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ 20 წელს; ბ) ქალს აქვს მუშაობის არანაკლებ 20 წლის საერთო სტაჟი, რომლიდანაც სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ 15 წელს.

2.მეცნიერს ასაკის გამო დანიშნული პენსია ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით გაეზრდება პენსიაში გასვლის წინ მისი თვიური თანამდებობრივი სარგოს 80 პროცენტამდე.

3.მეცნიერს პენსიაში გასვლისას მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

4.მეცნიერს, სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სტაჟის მიუხედავად, საწარმოო ტრავმით ან პროფესიული დაავადებით ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის გამო დანიშნული პენსია გაეზრდება შემდეგი წესით: ა) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე პირს – პენსიაში გასვლის წინ მისი თვიური თანამდებობრივი სარგოს 80 პროცენტამდე; ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხის მქონე პირს – პენსიაში გასვლის წინ მისი თვიური თანამდებობრივი სარგოს 60 პროცენტამდე.

5.მეცნიერს, რომელსაც აქვს სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, საერთო დაავადებით ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის გამო დანიშნული პენსია გაეზრდება შემდეგი წესით: ა) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე პირს – პენსიაში გასვლის წინ მისი თვიური თანამდებობრივი სარგოს 60 პროცენტამდე; ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხის მქონე პირს – პენსიაში გასვლის წინ მისი თვიური თანამდებობრივი სარგოს 40 პროცენტამდე.

6.გარდაცვლილი მეცნიერის ოჯახის შრომისუუნარო წევრებს (შვილებს, მშობლებს და მეუღლეს) მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული პენსია გაეზრდება შემდეგი წესით: ა) ოჯახის სამ და მეტ შრომისუუნარო წევრს – პენსიაში გასვლის ან გარდაცვალების წინ მეცნიერის თვიური თანამდებობრივი სარგოს 80 პროცენტამდე; ბ) ოჯახის ორ შრომისუუნარო წევრს – პენსიაში გასვლის ან გარდაცვალების წინ მეცნიერის თვიური თანამდებობრივი სარგოს 60 პროცენტამდე; გ) ოჯახის ერთ შრომისუუნარო წევრს – პენსიაში გასვლის ან გარდაცვალების წინ მეცნიერის თვიური თანამდებობრივი სარგოს 40 პროცენტამდე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 იან. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9283915³16571110⁷37²3233414
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეცნიერთა სოციალური უზ…მეცნიერების, ტექნოლოგი…სახელმწიფო კომპენსაციი…დაგროვებითი პენსიის შე…სახელმწიფო პენსიის შეს…ნებაყოფლობითი კერძო პე…