1.პენსიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. პენსიის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, ამ კანონით დადგენილი გაანგარიშების წესისა და პირობების შესაბამისად.
2.საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში პენსიის ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული პენსია, გაზრდილი:
ა) 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;
ბ) 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
3.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გაზრდილი პენსიის ოდენობა 5-ის ჯერად რიცხვზე ნაკლებია, პენსიის ოდენობა მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.
4.ამ მუხლით დადგენილი წესით პენსიის ოდენობა უნდა გაიზარდოს შესაბამისი საბიუჯეტო წლის პირველივე თვიდან.
5.ამ მუხლის მიზნებისთვის:
ა) ინფლაციის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე;
ბ) მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე.
6.დაუშვებელია პენსიის ოდენობის ამ მუხლით დადგენილი გაანგარიშების წესისგან განსხვავებული წესით განსაზღვრა.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.403
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6728 – ვებგვერდი, 08.07.2020წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პენსიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. პენსიის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, ამ კანონით დადგენილი გაანგარიშების წესისა და პირობების შესაბამისად.2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში პენსიის ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული პენსია, გაზრდილი:ა) 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;ბ) 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გაზრდილი პენსიის ოდენობა 5-ის ჯერად რიცხვზე ნაკლებია, პენსიის ოდენობა მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.4. ამ მუხლით დადგენილი წესით პენსიის ოდენობა უნდა გაიზარდოს შესაბამისი საბიუჯეტო წლის პირველივე თვიდან.5. ამ მუხლის მიზნებისთვის:ა) ინფლაციის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე;ბ) მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე.6. დაუშვებელია პენსიის ოდენობის ამ მუხლით დადგენილი გაანგარიშების წესისგან განსხვავებული წესით განსაზღვრა.საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.403საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6728 – ვებგვერდი, 08.07.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №28 · ძალაშია 8 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
4 ივლ. 2012 – 1 იან. 2013ტექსტი უცნობია
1 ივნ. 2010 – 1 ოქტ. 2010ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
პირველ პუნქტში დაემატა დაფინანსების წყარო (სახელმწიფო ბიუჯეტი), ოდენობის ყოველწლიურად განსაზღვრა და მითითება ამ კანონის გაანგარიშების წესზე. მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და მასში გაიწერა ინფლაციასა და მშპ-ის ზრდაზე დაფუძნებული გაანგარიშების წესი მინიმალური მატებით 20 და 25 ლარი.
· გამოქვეყნდა 7 მაი. 2012
· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2007
მე-7 მუხლში მინიმალური პენსიის კონკრეტული ოდენობა (28 ლარი თვეში) ჩანაცვლდა მითითებით, რომ ის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება.