მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ

მუხლი 3. შრომის ანაზღაურება და სტიმულირება

რედაქცია №3კონსოლიდირებული · 27 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მეცნიერის შრომის ანაზღაურება შედგება თანამ­დებობრივი სარგოსა და საქართველოს კანონმდებ­ლობით გათვალისწინებული დანამატებისაგან.

2.სამეცნიერო დაწესებულებაში, რომელსაც გავლილი აქვს სახელმწიფო ატესტაცია ან აკრედიტაცია, მეცნიერის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) პროფესორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-კონსულტანტისათვის – ათი მინიმალური ხელფასის ოდენობით; ბ) წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-კონსულტანტისათვის – ცხრა მინიმალური ხელფასის ოდენობით; გ) დოცენტისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისათვის – რვა მინიმალური ხელფასის ოდენობით; დ) უფროსი მასწავლებლისა და მეცნიერ-თანამშრომლისათვის – ექვსი მინიმალური ხელფასის ოდენობით; ე) ასისტენტისა და უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლისათვის – ოთხი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

3 .(ამოღებულია).

4.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ყოველთვიურად მიეცემა სამისდღეშიო ანაზღაურება ათი მინიმალური ხელფასის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტს – რვა მინიმალური ხელფასის ოდენობით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2477-სსმI,№56,28.12.2005წ.,მუხ.417

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 იან. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005

    პირველ პუნქტში ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატებისგან, სტაჟის დანამატის ცალკე მითითების გარეშე; ამოღებულია მე-3 პუნქტი სტაჟის მიხედვით სარგოს გაზრდის შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
912413910⁶10⁷837⁴7 (და…5881243
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეცნიერთა სოციალური უზ…საქართველოს მეცნიერება…საჯარო დაწესებულებაში …პროკურატურის შესახებმეცნიერების, ტექნოლოგი…სახელმწიფო კომპენსაციი…