1. სადაზღვევ ო საქმიანობის ლიცენზიებისათვის: ა) სიცოცხლის დაზღვევა – 500 ლარი; ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – 500 ლარი; გ) გადაზღვევა – 500 ლარი; დ) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზია − 500 ლარი.
2. საბანკო საქმიანობის, მიკრობანკის საქმიანობისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები: ა) საბანკო საქმიანობა – 200 000 ლარი; ბ) მიკრობანკის საქმიანობა − 100 000 ლარი; გ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობა – 10 000 ლარი. 2 1 . ლიცენზიის მაძიებელი (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო), რომელსაც სურს დროებითი ბანკის დაფუძნება, თავისუფლდება საბანკო საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისაგან.
3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტორის საქმიანობა: ა) საფონდო ბირჟის საქმიანობა – 20 000 ლარი; ბ) ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობა – 10 000 ლარი; გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობა – 5 000 ლარი; დ) საბროკერო საქმიანობა – 5 000 ლარი; ე) (ამოღებულია); ვ) (ამოღებულია); ზ) (ამოღებულია); თ) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა – 3 000 ლარი; ი) (ამოღებულია - 16.11.2023, №3717) .
სამართლებრივი რუკა
დააწკაპუნე გასახსნელად
მნიშვნელობით ახლოსსალიცენზიო და სანებართ…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს ადმინისტრა…სათამაშო ბიზნესის მოსა…დაზღვევის შესახებსამეწარმეო საქმიანობის…
5. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა: ა) საპროექტო საქმიანობა: ა.ა) საინჟინრო-საძიებო სამუშაოები – 100 ლარი; ა.ბ) ქალაქთგეგმარება – 100 ლარი; ა.გ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა –ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი; ა.დ) სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი; ა.ე) სატრანსპორტო ობიექტის დაპროექტება – 100 ლარი; ა.ვ) ენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური და სამელიორაციო ობიექტების დაპროექტება – 100 ლარი; ა.ზ) წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემებისა და ქსელების დაპროექტება – 100 ლარი; ა.თ) მშენებლობის პროექტების ექსპერტიზა – 100 ლარი; ა.ი) (ამოღებულია); ბ) სამშენებლო საქმიანობა: ბ.ა) სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება – 200 ლარი; ბ.ბ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.გ) სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.დ) ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ე) საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ვ) სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ზ) ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.თ) საკაბელო ხაზის, რადიო-სატელეფონო და სატელევიზიო-სარელეო ხაზის, რადიოსადგურის მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ი) სპეციალური ნაგებობის მშენებლობა – 200 ლარი; ბ.კ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ლ) ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა – 200 ლარი; ბ.მ) ტექნოლოგიური მოწყობილობისა და კომუნიკაციის მონტაჟი და გასაშვებ-გამმართავი სამუშაოები – 200 ლარი.
6. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი.
7. აუდიტორული საქმიანობა: ა) აუდიტორული ფირმის საქმიანობა – 156 ლარი; ბ) აუდიტორის საქმიანობა – 84 ლარი.
8. მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება და შეკეთება: ა) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება – 50 ლარი; ბ) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების შეკეთება – 50 ლარი.
9. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება (წარმოება) და მათით ვაჭრობა, სამოქალაქო იარაღისა და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთება: ა) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება (წარმოება) – 100 ლარი; ბ) სამოქალაქო იარაღისა და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთება – 100 ლარი; გ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა – 100 ლარი. 9 1 . სამხედ რო - საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა: ა) სამხედრო - საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება – 2000 ლარი; ბ) სამხედრო - საბრძოლო იარაღის შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) – 2000 ლარი; გ) სამხედრო - საბრძოლო იარაღით ვაჭრობა – 2000 ლარი. 9 2 . სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია − 700 ლარი.
10. საზღვაო სამგზავრო გადაყვანა – 2000 ლარი.
11. (ამოღებულია).
12. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი . 12 1 . ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია – 200 ლარი.
13. (ამოღებულია – 25.11.2011, №5350).
14. მაუწყებლობი სა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობა: ა) კერძო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი; ბ) სათემო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი; ბ 1 ) კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზია − 2 000 ლარი; გ) (ამოღებულია – 20.12.2011, №5548) ; დ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია – 1000 ლარი. 14 1 . ელექტრონული კომუნიკაციების გადაჭერის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია – 200 ლარი.
15. ბიოლოგიურ ი პესტიციდების წარმოება – 280 ლარი.
16. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია , ნავთობის გადამუშავება , ბუნებრივი გაზის დამუშავება , ნავთობის ტრანსპორტირება , ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება („ ნავთობისა და გაზის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ): ა ) ნავთ ობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია: ა.ა ნავთობისა და გაზის ძებნაძიების სპეციალური ლიცენზია – 2 000 ლარი; ა.ბ) ნავთობისა და გაზის მოპოვების სპეციალური ლიცენზია – 20 000 ლარი; ბ) ნავთობის გადამუშავება – 15 000 ლარი; გ) ბუნებრივი გაზის დამუშავება – 5 000 ლარი; დ) ნავთობის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი; ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი.
17. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია (გარდა ნავთობითა და გაზით სარგებლობისა): ა) (ამოღებულია - 22.05,2020, №5954) ; ბ) (ამოღებულია - 22.05,2020, №5954) ; გ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია – 10 0 ლარი; დ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია – 200 ლარი; ე) თევზჭერის ლიცენზია – 200 ლარი; ვ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია – 200 ლარი; ზ) მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია – 200 ლარი.
18. (ამოღებულია).
19. (ამოღებულია).
20. (ამოღებულია).
21. (ამოღებულია).
22. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბეჭდვა და შენახვა: ა) პირველი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 18000 ლარი; ბ) მეორე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 15000 ლარი; გ) მესამე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 12000 ლარი.
27. კერძო დაცვითი საქმიანობის ლ იცენზია – 50000 ლარი.
28. საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზია − 500 ლარი.
29. თამბაქოს წარმოების ლიცენზია − 50 000 ლარი.
30. პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების ლიცენზია – 200 ლარი.
31. პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის ლიცენზია – 200 ლარი. საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1070-სსმI, №11, 29.03.2005წ., მუხ.69 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1846-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.289 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3175-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.119 საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი, №3244-სსმI, №22, 16.06.2006წ., მუხ.181 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3381-სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.209 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3392-სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3496-სსმI, №35, 03.08.2006წ., მუხ.252 საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3834-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.315 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4234-სსმI, №50,30.12.2006წ., მუხ.385 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4206-სსმI, №2, 04.01.2007წ., მუხ.25 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4315-სსმI, №4, 12.01.2007წ., მუხ.58 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4521-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.86 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4714-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.144 საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №538-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუხ.217 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №825-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.303 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3552-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.284 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3534-სსმI, №47, 05.08.2010წ., მუხ.308 საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №53 50 - ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5548 – ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5652 – ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2426 – ვებგვერდი, 27.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის 18 სექტემბრის კანონი №2659 - ვებგვერდი, 02.10.2014წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №490 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1906 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5666 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5723 – ვებგვერდი, 24.02.2020წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5954 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2393 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2612 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3342 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3617 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3717 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4382 – ვებგვერდი, 29.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №140 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №171 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №125 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №392 - ვებგვერდი, 02.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №450 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით