Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაზღვევის შესახებმუხლი 22

დაზღვევის შესახებ

მუხლი 22. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:პროფესიული ლიცენზირებადაზღვევაზოგადი ბიზნესიმიმდინარე შესაბამისობაადმინისტრაციული და მარეგულირებელი დანაშაულებისაბანკო ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹455¹678910111213141516

1.სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს სამსახური „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიულ პირზე.

3.სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ შემდეგ საქმიანობაზე: ა) სიცოცხლის დაზღვევა; ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის); გ) გადაზღვევა.

3¹.სიცოცხლის ხანგრძლივობით ანუიტეტის გაცემის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ მზღვეველს, რომელსაც აქვს სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია.

4.თუ მზღვეველს სურს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება და უკვე აღებული აქვს ლიცენზია დაზღვევის სხვა სახეობაში, მას უფლება აქვს, განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობა იმ კონკრეტულ სახეობაში, რომლის განხორციელების უფლებაც უკვე მიღებული აქვს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ამ შემთხვევაში დამატებითი ლიცენზიის მიღება საჭირო არ არის. მზღვეველი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამსახურს გადაზღვევის საქმიანობის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5.ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების გარდა, შეასრულოს დამატებითი სალიცენზიო პირობები და სამსახურს წარუდგინოს: ა) წერილობითი განცხადება სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მოთხოვნის შესახებ; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტები (მათ შორის, წესდება); გ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან ამონაწერი აქციონერთა აქციების განაწილების შესახებ; ე) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი/დოკუმენტები სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების შესახებ; ვ) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი/დოკუმენტები სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე განთავსების შესახებ; ზ) მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ბენეფიციარი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია ლიცენზიის მაძიებელმა აღნიშნული ფაქტი წერილობით დაადასტუროს; თ) ყველა ადმინისტრატორის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია; ი) შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია (მათ შორის, ავტობიოგრაფია) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერებისა და ყველა ადმინისტრატორის ამ კანონის 22 1 მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; კ) ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის შესახებ; ლ) სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო 3 წლის ბიზნესგეგმა (გადაზღვევის პროგრამის ჩათვლით) სამსახურის მიერ დამტკიცებული ბიზნესგეგმის ძირითადი მონაცემებისა და ფორმის შესაბამისად; მ) ინფორმაცია მზღვეველის სათავო ოფისის ადგილსამყოფლის შესახებ, ხოლო ფილიალის/ფილიალების არსებობის შემთხვევაში – აგრეთვე მათი ადგილსამყოფლის შესახებ; ნ) იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სხვაგვარად კანონიერად ფლობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც განთავსდება მზღვეველის სათავო ოფისი/ფილიალი; ო) ინფორმაცია მზღვეველის ორგანიზაციული სტრუქტურის, სტრუქტურული ერთეულებისა და მათი ფუნქციების, აგრეთვე აუდიტის კომიტეტის შესახებ; პ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5¹.მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყოველი 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოიყენოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.

6.სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის მაძიებელი, რომელსაც სურს განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა, ვალდებულია სამსახურს დამატებით წარუდგინოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები და ინფორმაცია.

7.ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოადგინოს დედნების ან მათი სათანადო წესით დამოწმებული ასლების სახით.

8.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზირებად საქმიანობას ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ლიცენზიის (სახელმწიფო რეგულირების) საფუძველზე განახორციელებს ისე, რომ იგი არ არის ვალდებული, მოიპოვოს შესაბამისი ლიცენზია. დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის მფლობელობაში არსებულ ლიცენზიას ისეთივე სამართლებრივი სტატუსი აქვს, როგორიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას, და არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ამ ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება.

9.ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე სამსახურს შესაბამისი საზედამხედველო ორგანოდან წარუდგენს დოკუმენტაციას იმის თაობაზე, რომ დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას რეგისტრაციის ქვეყანაში აქვს შესაბამისი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისა და ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში გახსნის უფლება.

10.სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

11.სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა კონკრეტულ მზღვეველზე და მისი სხვა იურიდიული პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.

12.ლიცენზირებას არ საჭიროებს დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის საქმიანობა, აგრეთვე სადაზღვევო რისკის, ზარალის მოცულობისა და შემთხვევის უტყუარობის შეფასებასთან დაკავშირებული საქმიანობა, დაზღვევის სფეროში საკონსულტაციო და კვლევითი მომსახურება.

13.საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ სამსახურის მიერ ლიცენზირებულ იურიდიულ პირს და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალს (წარმომადგენლობას).

14.მზღვეველი (ლიცენზიის მაძიებელი) პასუხისმგებელია ლიცენზირებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე.

15.მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში სამსახურს წერილობით აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების შეტანიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ წარდგენილ დოკუმენტებში ცვლილება სამსახურის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე იქნა შეტანილი, ლიცენზიის მაძიებელი ასევე ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების შესახებ სალიცენზიო განაცხადის განხილვის პროცესში.

16.სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის ფორმას ადგენს სამსახური. საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2832-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.106 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5003 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1469 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3389 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4002 - ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5384 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 15

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  2. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  3. 30 ივნ. 2023
  4. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 17 ივნ. 2016
  5. 20 ივლ. 2015

    22-ე მუხლის მე-2 პუნქტით ლიცენზია მხოლოდ სააქციო საზოგადოების ფორმის იურიდიულ პირზე გაიცემა, ხოლო მე-5 პუნქტს დაემატა „ვ.ვ“ ქვეპუნქტი მხარდაჭერის მიმღებად არცნობის შესახებ.

  6. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    22-ე მუხლის მე-5 პუნქტში ამოღებულია „ვ.ა“ ქვეპუნქტი — ქმედუუნაროდ არცნობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა; „ვ.გ“ და სხვა ქვეპუნქტები უცვლელია.

  7. 16 ოქტ. 2013

    22-ე მუხლის მე-15 პუნქტში ლიცენზირების დოკუმენტაციის ცვლილების შეტყობინების ადრესატია სამსახური და არა ეროვნული ბანკი.

  8. 15 აპრ. 2013· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013

    22-ე მუხლის მე-16 პუნქტში სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის ფორმის დამდგენ ორგანოდ ეროვნული ბანკის ნაცვლად სამსახურია განსაზღვრული.

  9. 28 დეკ. 2011

    22-ე მუხლში ამოღებულია ვ.ბ) ქვეპუნქტი, ვ.გ) ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა (მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ტერორიზმის დაფინანსება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სხვა ეკონომიკური დანაშაული) და დაემატა ვ.ე) ქვეპუნქტი განათლების ან/და გამოცდილების შესახებ.

  10. 15 ივლ. 2011

    22-ე მუხლის მე-7 პუნქტში დედნის ან დამოწმებული ასლის წარდგენის მოვალეობა გავრცელდა მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მთელ დოკუმენტაციაზე.

  11. 13 აპრ. 2010

    22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში დოკუმენტაციით დასადასტურებელი პირობები ახლა ეხება ადმინისტრატორებსა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერებს („ეს პირები“); ვ.ბ–ვ.დ პუნქტები მრავლობით რიცხვშია გადმოწერილი.

  12. 1 მარ. 2010· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    22-ე მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: გარდამავალი მითითების ნაცვლად დგინდება ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიის გაცემა, ლიცენზირებადი საქმიანობის სახეები, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და ლიცენზიის მაძიებლის პირობები.

  13. 30 ივლ. 2007

    22-ე მუხლის დეტალური სალიცენზიო წესები (პუნქტები 1–14) ჩანაცვლდა მითითებით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონსა და მთავრობის აქტზე.

  14. 18 სექ. 2003

    მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში ბიზნეს-გეგმა სამწლიანი გახდა და თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა (სადაზღვევო ტარიფები აღარ არის დასახელებული); ახალი „ვ“ ქვეპუნქტი ითხოვს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ საბუთს.

  15. 1 ივლ. 1999· გამოქვეყნდა 9 ივნ. 1999

    22-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან ამოღებულია სადაზღვევო ბროკერის სტატუსი, ხოლო მე-11 პუნქტში შეტყობინების ვადა 7 დღიდან 15 დღემდე შეიცვალა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21¹შემდეგი მუხლი 22¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უკანონო სამეწარმეო საქმიანობა / ლიცენზიის გარეშე (მუხლი 192)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სადაზღვევო თაღლითობა (მუხლი 180) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზირების დარღვევები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო უფლებების ლიცენზირება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №37

  • 15 ცვლილება · ბოლო 27 დეკ. 2023
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 19 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 22¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 25მუხლი 27¹მუხლი 28მუხლი 33⁵მუხლი 33⁷

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაზღვევის შესახებ

  • 27¹სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება
  • 25უარი ლიცენზიის გაცემაზე
  • 9მზღვეველი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 16საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁸სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 12სალიცენზიო პირობები
  • 13ლიცენზიების გაცემა

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 6ლიცენზირებადი საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გამცემი ორგანოები

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 7სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 41ლიცენზირება/ნებართვის გაცემა, სალიცენზიო/სანებართვო  პირობები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 16საპენსიო კომპანიის ლიცენზირების პირობები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁶საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
614⁸162527¹222¹2833⁵33⁷9712134122
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…სააღსრულებო წარმოებათა…ენერგეტიკისა და წყალმო…სამეწარმეო საქმიანობის…სააღმზრდელო საქმიანობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026