Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 48³

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 48³. საკრედიტო საქმიანობა და საბანკო საქმიანობა

რედაქცია №66 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ფინანსური მომსახურებასაბანკო ლიცენზირებადაკრედიტების პლატფორმებიციფრული ბანკინგიკრიპტო ლიცენზირებარეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არავის არ აქვს უფლება, მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გარეშე.

2.მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს უფლება არა აქვს, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება.

3.(ამოღებულია - 21.07.2018, №3320) .

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე; ბ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორისთვის ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებაზე; გ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობაზე; დ) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო სქემაზე; ე) „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე; ვ) ფიზიკური პირის მიერ სესხის სხვა არამეწარმე ფიზიკურ პირზე გაცემაზე; ზ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ სესხის ამ საწარმოზე გაცემაზე; თ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ ამ საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე; ი) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ელექტრონულ ფულთან დაკავშირებულ მომსახურებაზე; ი 1 ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე; ი 2 ) „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე; კ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებზე.

5.მიკრობანკს უფლება აქვს, ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება.

რედაქციების შედარება

1. არავის აქვს უფლება, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები. [ 1. არავის არ აქვს უფლება, მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გარეშე. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)] 2. მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს უფლება არა აქვს, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება. 3. (ამოღებულია - 21.07.2018, №3320) . 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე; ბ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორისთვის ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებაზე; გ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობაზე; დ) „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ არასახელმწიფო საპენსიო სქემაზე; [ დ) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო სქემაზე; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] ე) „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე; ვ) ფიზიკური პირის მიერ სესხის სხვა არამეწარმე ფიზიკურ პირზე გაცემაზე; ზ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ სესხის ამ საწარმოზე გაცემაზე; თ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ ამ საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე; ი) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ელექტრონულ ფულთან დაკავშირებულ მომსახურებაზე; ი 1 ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე; კ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებზე. [ 5. მიკრობანკს უფლება აქვს, ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)]

წინა მუხლი 48²შემდეგი მუხლი 49

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრედიტის უკანონოდ მიღება (მუხლი 208) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო სამეწარმეო საქმიანობა / ლიცენზიის გარეშე (მუხლი 192)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო სამეწარმეო საქმიანობა / მევახშეობა (მუხლი 192)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • VASP ლიცენზიის მოპოვება (ეროვნული ბანკი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №66

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
5
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 31ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები
  • 30ეროვნული ბანკის სადისკონტო ოპერაციები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 4მიკროსაფინანსო საქმიანობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 3სალიცენზიო მოთხოვნები
  • 20საბანკო საქმიანობა
  • 3¹წერილობითი მიმართვა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 24საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები
  • 23¹ზოგადი მოთხოვნები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9⁴საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზია

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 2კანონის მიზანი და მოქმედების სფერო
  • 3საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 28აკრძალული გარიგებები, მუშაობის მეთოდები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
232423¹49⁴3203¹31302848³
მნიშვნელობით ახლოსმიკროსაფინანსო ორგანიზ…საქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…ლიცენზიებისა და ნებართ…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026