Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 20

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 20. საბანკო საქმიანობა

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:საკრედიტო ინსტრუმენტებიპრივატ ბანკინგისაბანკო სასამართლო დავებიდაკრედიტების პლატფორმებისაერთაშორისო ტრანზაქციებისასესხო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.კომერციული ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი: ა) პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის) და სხვა დაბრუნებადი გადახდის საშუალებების მოზიდვა; ბ) სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით; [ ბ) სესხების გაცემა, სამომხმარებლო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგი, კომერციული გარიგებების დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა, ფორფეტირების ჩათვლით; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] გ) დერივატივის დადება, საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით), ფასიანი ქაღალდების, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა; დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება; ე) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება (საგადახდო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრატების ჩათვლით); ე 1 ) უპროცენტო საბანკო მომსახურება; ვ) საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე; ზ) კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება; თ) ფასეულობათა (ფასიანი ქაღალდების ჩათვლით) შენახვა და აღრიცხვა, მათ შორის, ანგარიშის მწარმოებლის ფუნქციის შესრულება; ი) საკრედიტო-საცნობარო მომსახურება; ი 1 ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი 2 ) ქონების იჯარით გაცემა; ი 3 ) საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება; ი 4 ) ქონების ლიზინგით გაცემა; კ) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება; ლ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის  შენახვა, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა და ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა.

2.ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება წესრიგდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების განხორციელებამდე კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამისი საბანკო პროდუქტის აღწერა.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი 2 “ ქვეპუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ ქონების იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული უძრავი ქონების მართვის მიზნით ან/და იმ პირობით, რომ ქონება მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ საბანკო საქმიანობის, მასთან დაკავშირებული საქმიანობის ან კომერციული ბანკის სოციალური პროექტების განსახორციელებლად იქნება გამოყენებული.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომერციულ ბანკს ეკრძალება უძრავი ქონების შეძენა ან ფლობა მისი იჯარით გაცემის მიზნით.

6.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი 2 “ და „ი 4 “ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმები. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1751 - სსმ I, №1(8) 14.01.1999 წ., მუხ.4 საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6019 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6306 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1792 - ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3729 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1461 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომერციული ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი: ა) პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის) და სხვა დაბრუნებადი გადახდის საშუალებების მოზიდვა; ბ) სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით; [ ბ) სესხების გაცემა, სამომხმარებლო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგი, კომერციული გარიგებების დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა, ფორფეტირების ჩათვლით; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] გ) დერივატივის დადება, საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით), ფასიანი ქაღალდების, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა; დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება; ე) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება (საგადახდო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრატების ჩათვლით); ე 1 ) უპროცენტო საბანკო მომსახურება; ვ) საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე; ზ) კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება; თ) ფასეულობათა (ფასიანი ქაღალდების ჩათვლით) შენახვა და აღრიცხვა, მათ შორის, ანგარიშის მწარმოებლის ფუნქციის შესრულება; ი) საკრედიტო-საცნობარო მომსახურება; ი 1 ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი 2 ) ქონების იჯარით გაცემა; ი 3 ) საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება; ი 4 ) ქონების ლიზინგით გაცემა; კ) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება; ლ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის  შენახვა, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა და ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა. 2. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება წესრიგდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების განხორციელებამდე კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამისი საბანკო პროდუქტის აღწერა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი 2 “ ქვეპუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ ქონების იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული უძრავი ქონების მართვის მიზნით ან/და იმ პირობით, რომ ქონება მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ საბანკო საქმიანობის, მასთან დაკავშირებული საქმიანობის ან კომერციული ბანკის სოციალური პროექტების განსახორციელებლად იქნება გამოყენებული. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომერციულ ბანკს ეკრძალება უძრავი ქონების შეძენა ან ფლობა მისი იჯარით გაცემის მიზნით. 6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი 2 “ და „ი 4 “ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმები. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1751 - სსმ I, №1(8) 14.01.1999 წ., მუხ.4 საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6019 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6306 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1792 - ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3729 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1461 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.
რედაქციების შედარება

1. კომერციული ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი: ა) პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის) და სხვა დაბრუნებადი გადახდის საშუალებების მოზიდვა; ბ) სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით; გ) დერივატივის დადება, საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით), ფასიანი ქაღალდების, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა; დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება; ე) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება (საგადახდო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრატების ჩათვლით); ე 1 ) უპროცენტო საბანკო მომსახურება; ვ) საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე; ზ) კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება; თ) ფასეულობათა შენახვა და აღრიცხვა ფასიანი ქაღალდების ჩათვლით; ი) საკრედიტო-საცნობარო მომსახურება; ი 1 ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობა; ი 2 ) ქონების იჯარით გაცემა; ი 3 ) საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება; ი 4 ) ქონების ლიზინგით გაცემა; კ) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება; [ ლ)[ლ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის  შენახვა, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა და ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)]იანვრიდან)]. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი უფლებების განხორციელება ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით . 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების განხორციელებამდე კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამისი საბანკო პროდუქტის აღწერა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი 2 “ ქვეპუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ ქონების იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული უძრავი ქონების მართვის მიზნით ან/და იმ პირობით, რომ ქონება მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ საბანკო საქმიანობის, მასთან დაკავშირებული საქმიანობის ან კომერციული ბანკის სოციალური პროექტების განსახორციელებლად იქნება გამოყენებული. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომერციულ ბანკს ეკრძალება უძრავი ქონების შეძენა ან ფლობა მისი იჯარით გაცემის მიზნით. 6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი 2 “ და „ი 4 “ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმები. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1751 - სსმ I, №1(8) 14.01.1999 წ., მუხ.4 საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6019 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6306 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1792 - ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 აპრ. 2026
წინა მუხლი 19¹შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბანკო დარღვევების პრეტენზიები8 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მექრთამეობის პრევენცია6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული დავალიანების ამოღება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • SAFE და კონვერტირებადი ობლიგაციები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ხუციშვილი

ნინო ხუციშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკოლოზ ფხალაძე

ნიკოლოზ ფხალაძე

ადვოკატი/ იურისტი სასამართლო დავების მიმართულებით

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №53

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-04-06
5
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 1მუხლი 37¹²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 19საბანკო საქმიანობის ზოგადი პრინციპები
  • 22აკრძალული გარიგებები და მუშაობის მეთოდები
  • 25გარიგებები დაინტერესებულ პირებთან

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 4მიკროსაფინანსო საქმიანობა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 3მიკრობანკის საქმიანობა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48³საკრედიტო საქმიანობა და საბანკო საქმიანობა
  • 65ეროვნული ბანკისათვის აკრძალული საქმიანობა
  • 31ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 13​ 1 . საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ნებადართული საქმიანობა

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 3კომერციული ბანკისთვის ნებადართული უზრუნველყოფის აქტივები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9⁴საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზია

ფაქტორინგის შესახებ

  • 7ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49⁴137¹²19222548³65311333720
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…მიკრობანკების საქმიანო…საქართველოს ეროვნული ბ…საგადახდო სისტემისა და…იპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026