Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებმუხლი 31

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 31. მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენცია

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 04.03.2020.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს: ა) ამ დადგენილების შესაბამისად II, III და IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას; ბ) ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩაბმის უზრუნველყოფას; გ) ამ დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში, ამ დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სამშენებლო საქმიანობის განმსაზღვრელ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ამ დადგენილებით III და IV კლასებს დაქვემდებარებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მონაწილეობას, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო; ე) გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ცალკეული მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების პირობების განსაზღვრას დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესაბამისად; ვ) დასახლებისათვის ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას; ზ) ახალი მშენებლობით განპირობებული არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოების პირობების დამტკიცებას; თ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრასის შესარჩევად ტექნიკური პირობების განსაზღვრას, პრინციპებისა და პრიორიტეტების დადგენას; ი) მონიტორინგს სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის, უნებართვო მშენებლობების გამოვლენის მიზნით; კ) სამშენებლო საქმიანობაში კანონმდებლობის დაცვის კონტროლს; ლ) კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებს.

2.მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და დასახლებათა განვითარების დაგეგმარების, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების მთელ პროცესში ზემოხსენებული ორგანოს ინტერესებს წარმოადგენს ამ კონკრეტული ტერიტორიების/ობიექტებისათვის პასუხისმგებელი პირი/პირები. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ივლისის დადგენილება №369 - ვებგვერდი, 31.07.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 18.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №53 · ძალაშია 18 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 18 დეკ. 2018
  2. 31 ივლ. 2017
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2 მარ. 2020 · №57

  • 2 ცვლილება · ბოლო 18 დეკ. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 17მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები
  • 67¹საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების
  • 51მშენებლობის ნებართვის გაცემა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 100მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო
  • 101¹მშენებლობის ნებართვის/მშენებლობის შეტყობინების თაობაზე განცხადების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
  • 118მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 23ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 23²პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 1

არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

  • 17არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ორგანოების კომპეტენცია

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 5ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება სალიცენზიო და სანებართვო სფეროებში
  • 26⁴მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3223526⁴1723²1100101¹1181767¹5131
მითითებამნიშვნელობით ახლოსმშენებლობის ნებართვის …განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…სამეწარმეო საქმიანობის…ტექნიკური საფრთხის კონ…მშენებლობის ნებართვის …