ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 6

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 აპრ. 1998

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულებისას შესაბამისი ორგანო გამოიყენებს თავისი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან, ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის თხოვნით მას შეუძლია გამოიყენოს მეორე მხარის საპროცესო ნორმები, თუკი იგი არ ეწინააღმდეგება მისი სახელმწიფოს კანონმდებლობას.

2.თუ შემსრულებელი მხარის ორგანო არაკომპეტენტურია მოთხოვნის შესრულებაში, მაშინ იგი მოთხოვნას გადაუგზავნის კომპეტენტურ დაწესებულებას და ამის შესახებ აცნობებს შემკითხველ მხარეს.

3.მოთხოვნის შესრულების შემდეგ შემსრულებელი დაწესებულება საქმის მასალებს უგზავნის მოთხოვნის წარმომდგენ დაწესებულებას, აცნობებს მას მოთხოვნის შეუსრულებელი ნაწილის შესახებ და მისი შეუსრულებლობის მიზეზებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111716363⁴⁸1163656211271156
მნიშვნელობით ახლოსხელშეკრულება საქართველ…სისხლის სამართლის საერ…საერთაშორისო კერძო სამ…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა