ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 27

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 აპრ. 1998

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულებისას შემსრულებელი ორგანო გამოიყენებს თავისი ქვეყნის კანონმდებლობას. ამასთან, შემსრულებელ ორგანოს შეუძლია შემკითხველი ორგანოს თხოვნის საფუძველზე გამოიყენოს შემკითხველი მხარის საპროცესო კანონმდებლობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება შემსრულებელი ქვეყნის კანონმდებლობას.

2.იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი ორგანო არაკომპეტენტურია მოთხოვნის შესრულებაში, მან მოთხოვნა უნდა გადაუგზავნოს კომპეტენტურ ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს მოთხოვნის წარმომდგენ ორგანოს.

3.მოთხოვნის შემსრულებელი ორგანო აცნობებს მოთხოვნის წარმომდგენ ორგანოს სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულების თარიღსა და ადგილს. შემკითხველი მხარის დაინტერესებულ ოფიციალურ პირებს შეუძლიათ, მეორე მხარის თანხმობით, დაესწრონ სამართლებრივი დახმარების განხორციელებას.

4.მოთხოვნის შემსრულებელი მხარე სამართლებრივი დახმარების განხორციელების შემდეგ მასალებს უგზავნის მოთხოვნის წარმომდგენ ორგანოს ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ატყობინებს შესრულების ხელშემშლელ გარემოებათა შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
119171611637111665727
მნიშვნელობით ახლოსხელშეკრულება საქართველ…სისხლის სამართლის საერ…საერთაშორისო კერძო სამ…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა