Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 47

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 47. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება (გარდა ქონების ჩამორთმევისა)

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:გადაწყვეტილების აღსრულებაუცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებატრანსსასაზღვრო აღსრულებასაარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებავალის ამოღება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს უფლებამოსილი სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართოს შუამდგომლობით მის მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ.

2.საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცხო სახელმწიფოში აღსრულდება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.დაუშვებელია მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება სასჯელის იმ ნაწილში, რომლის აღსრულებაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ეთხოვა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა და განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენის მომენტისათვის აღნიშნული პირი დაკავებულია საქართველოს ტერიტორიაზე.

5.გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან, თავად აღასრულონ უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენი, თუ: ა) უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოითხოვა აღსრულების თაობაზე უცხო სახელმწიფოდან შეტყობინების მიღებამდე; ბ) უცხო სახელმწიფომ უარი განაცხადა საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებაზე; გ) საქართველო იუსტიციის სამინისტროს და უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს შეთანხმების საფუძველზე უცხო სახელმწიფომ დათმო საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების უფლება; დ) აღარ არსებობს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოს მიერ აღსრულების შესაძლებლობა.

6.თუ საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენი შეიცვალა ან გაუქმდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ან აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენით მსჯავრდებულს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შეეხო ამნისტიის ან შეწყალების აქტი, აღნიშნულის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

7.იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და შემდგომ იგი საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით გადაეცა უცხო სახელმწიფოს, მის გადაცემამდე სხვა დანაშაულის ჩადენის გამო მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან განაჩენის აღსრულების თაობაზე თანხმობის გამოთხოვის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობას იხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

8.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა, თუ ახალი დანაშაული ექვემდებარება ექსტრადიციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ან არ ექვემდებარება ექსტრადიციას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ დადგენილ მოთხოვნას. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

რედაქციების შედარება

1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს უფლებამოსილი სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართოს შუამდგომლობით მის მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ. 2. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცხო სახელმწიფოში აღსრულდება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. დაუშვებელია მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება სასჯელის იმ ნაწილში, რომლის აღსრულებაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ეთხოვა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა და განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენის მომენტისათვის აღნიშნული პირი დაკავებულია საქართველოს ტერიტორიაზე. 5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან, თავად აღასრულონ უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენი, თუ: ა) უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოითხოვა აღსრულების თაობაზე უცხო სახელმწიფოდან შეტყობინების მიღებამდე; ბ) უცხო სახელმწიფომ უარი განაცხადა საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებაზე; გ) საქართველო იუსტიციის სამინისტროს და უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს შეთანხმების საფუძველზე უცხო სახელმწიფომ დათმო საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების უფლება; დ) აღარ არსებობს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოს მიერ აღსრულების შესაძლებლობა. 6. თუ საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენი შეიცვალა ან გაუქმდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ან აღსასრულებლად გადაგზავნილი განაჩენით მსჯავრდებულს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შეეხო ამნისტიის ან შეწყალების აქტი, აღნიშნულის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და შემდგომ იგი საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით გადაეცა უცხო სახელმწიფოს, მის გადაცემამდე სხვა დანაშაულის ჩადენის გამო მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან განაჩენის აღსრულების თაობაზე თანხმობის გამოთხოვის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობას იხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა, თუ ახალი დანაშაული ექვემდებარება ექსტრადიციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ან არ ექვემდებარება ექსტრადიციას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ დადგენილ მოთხოვნას. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 49

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო ვალის ამოღება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უცხოური გადაწყვეტილების აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 49საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად (გარდა ქონების ჩამორთმევისა) გადაგზავნის პირობები
  • 50უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების (გარდა ქონების ჩამორთმევისა) ზოგადი პროცედურა
  • 55უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 70უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება
  • 68უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა
  • 71გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება
  • 283¹საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა
  • 289უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებული პროცედურა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 46თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 57³იმ უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა

არბიტრაჟის შესახებ

  • 44საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4644290283¹28970687149505557³47
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…უცხოელთა და მოქალაქეობ…არბიტრაჟის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025