სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 3. საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – უფლებამოსილი ორგანო), რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლობის თაობაზე საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის მიღებას, თხოვნის შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, საჭიროების შემთხვევაში, თხოვნათა შესრულებისთვის საქართველოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციას.

2.საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის ფუნქციის შესრულებისას უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია: ა) მიიღოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა თანამშრომლობის თაობაზე; ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის დასაშვებობის შესახებ, შეიმუშაოს თანამშრომლობის პროცედურები, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობის გასაჩივრების თაობაზე; გ) მიიღოს გადაწყვეტილება თანამშრომლობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაზე, ამასთან, განსაზღვროს რომელი სახელმწიფო ორგანოა უშუალოდ უფლებამოსილი თხოვნის შესრულებისთვის; დ) უზრუნველყოს საერთაშორისო სასამართლოსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება თხოვნის შესრულების შედეგების თაობაზე; ე) გამართოს თათბირი საერთაშორისო სასამართლოსთან თხოვნაში დასმული საკითხის თაობაზე სტატუტით განსაზღვრულ შემთხვევებში; ვ) საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ზომები სახაზინო წესით დამცველის დანიშვნის ან/და სხვაგვარი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) მიიღოს გადაწყვეტილება პირის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ; თ) გადასცეს შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თაობაზე სტატუტის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ი) მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოს თხოვნაზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის საქართველოში აღსრულების მიზნით, მსჯავრდებულის მიღებისა და საერთაშორისო სასამართლოს მიერ დანიშნული ფულადი სახდელის ან/და სხვა ხარჯების ანაზღაურების აღსრულების თაობაზე; კ) განსაზღვროს თხოვნის შესრულების ფორმა და მის შესასრულებლად აუცილებელი პირობები თხოვნაში მითითებული გადაუდებელი ღონისძიებების შესრულების უზრუნველსაყოფად; ლ) გადასცეს საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები და ინფორმაცია საქართველოს სახელით, თუ აღნიშნული შესაძლებელს ხდის, რომ საერთაშორისო სასამართლომ დაიწყოს სისხლის-სამართლებრივი დევნა; მ) მოითხოვოს საერთაშორისო სასამართლოსაგან საერთაშორისო სასამართლო თხოვნის შესრულებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება სტატუტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ნ) განახორციელოს სტატუტითა და ამ კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 აპრ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
235431²325473083091253
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის საერ…პროკურატურის შესახებბავშვის უფლებათა კოდექ…სახელმწიფო აუდიტის სამ…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა