Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 30

პროკურატურის შესახებ

მუხლი 30. საერთაშორისო თანამშრომლობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ექსტრადიციასაერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლიხელშეკრულებათა სამართალისაერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაადამიანის უფლებათა სამართალიმედიკამენტების რეგულირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პროკურატურა უფლებამოსილია ითანამშრომლოს უცხო სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან უწყების კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურატურა უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან გააფორმოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება.

3.პროკურატურა უზრუნველყოფს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურატურა უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით პირის მიმართ ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით; ბ) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს და უზრუნველყოს მათი შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე შესრულება; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შუამდგომლობით მიმართოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით დაკავების ან/და ექსტრადიციის ან დროებითი გადმოცემის შესახებ, ხოლო უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დადგენის/დაკავების შემთხვევაში უზრუნველყოს დასაშვებობის სტადიაზე საექსტრადიციო პროცედურებში მონაწილეობის მიღება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პირის მიმართ შემდგომი სამართალწარმოების მიზნით სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნა ან უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ინიციირებული მსგავსი თხოვნების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან ქონების ჩამორთმევასთან და მის შემდგომ განაწილებასთან (გაყოფასთან) დაკავშირებით.

5.შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის განსახორციელებლად გენერალური პროკურორი უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან გააფორმოს ინდივიდუალური შეთანხმება.

6.პირის დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში გენერალური პროკურორი წინასწარ კონსულტაციებს გადის იუსტიციის მინისტრთან.

წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 30¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტერპოლის გავრცელების ამოშლა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტერპოლის წითელი შენიშვნის ამოშლა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოლაპარაკებები საერთაშორისო შეთანხმებებზესერვისის გვერდი
  • საერთაშორისო ცდის კოორდინაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №16

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 4პროკურატურის ამოცანები

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 56⁵ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საქართველოში აღსრულების პროცედურები
  • 5საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ზოგადი წესი და მისი შესრულების პროცედურა
  • 11სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 71საქართველოს პროკურატურა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 32თანამშრომლობის ფორმები
  • 39საგამოძიებო მოქმედებების წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე
  • 3საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 8სპონტანური თანამშრომლობა
  • 18თანამშრომლობის სხვა სახეები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 80საქართველოს პროკურატურა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 37საერთაშორისო თანამშრომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3239356⁵5118187130¹4378030
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო დაცვის შე…სისხლის სამართლის საერ…სამართალდაცვით სფეროში…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026