ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 91. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სამართალშემოქმედებით საქმიანობას და უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას ბავშვის უფლებათა საკითხებზე საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კოდექსის შესაბამისად.

2.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართალწარმოების პროცესებში.

3.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებებს, ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის დანაშაულის პრევენციის, ბავშვის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და სხვა ღონისძიებებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
53616305295909425233391
მნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…ბავშვის უფლებათა კოდექ…სოციალური მუშაობის შეს…სისხლის სამართლის საერ…კულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს 2026 წლის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა