ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

მუხლი 4. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემის შექმნის შეტყობინების ვალდებულება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნიდან არაუგვიანეს 30 დღისა ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს ციფრული მმართველობის სააგენტოს.

2.მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნის და ამის შესახებ ამ კანონის თანახმად შეტყობინების ვალდებულების წარმოშობის მომენტად ითვლება მომხმარებლის მიერ მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის დანიშნულებისამებრ საწყისი გამოყენება.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება თანაბრად ვრცელდება მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოებაში ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებაზე , რომელიც ცვლის მის შინაარსს, აფართოებს ან ავიწროებს მის ფარგლებს, გავლენას ახდენს მასთან ურთიერთობაზე ან თანმდევ ბიზნესპროცესებზე, ამასთანავე, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე მონაცემზე. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 10 ივლ. 2020-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35149¹ (დ…57964813²138225244
მითითებამნიშვნელობით ახლოსინფორმაციის ერთიანი სა…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს ზოგადი ადმ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…მეწარმეთა შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა