ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

მუხლი 3. ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილისანდრო სარუხანიშვილიირაკლი ღლონტი

1.ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არის რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების ერთიანი კატალოგი, რომლის მიზანია საქართველოს საჯარო სექტორში არსებული საინფორმაციო რესურსების აღწერა, ინფორმაციასთან მუშაობის ერთიანი სტანდარტების დადგენა, ინფორმაციული სისტემების კოორდინაცია და თანამიმდევრული განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე ერთიანი ინფორმაციული პოლიტიკის ხელშეწყობა და საჯარო რესურსების ეფექტიანად გამოყენება.

2.ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ციფრული მმართველობის სააგენტო (შემდგომ − ციფრული მმართველობის სააგენტო).

3.ციფრული მმართველობის სააგენტო კოორდინაციას უწევს რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი სტანდარტების დადგენასა და შესრულებას.

4.ციფრული მმართველობის სააგენტო შესაბამის რეესტრის სუბიექტს უწევს რეკომენდაციებს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნის, გამოყენების, შეცვლის, განვრცობის, სხვა მონაცემთა ბაზასთან, რეესტრთან, მომსახურებასთან ან ინფორმაციულ სისტემასთან კომბინირების, თავსებადობის, გაუქმებისა და სხვა საკითხებზე.

5.ციფრული მმართველობის სააგენტო შეიმუშავებს და წარადგენს რეესტრის სუბიექტის საქმისწარმოების წესების შეცვლისა და მოდერნიზაციის შესახებ რეკომენდაციებს, რომლებიც ელექტრონული დოკუმენტაციის ბრუნვის გამარტივებას ემსახურება.

6.ციფრული მმართველობის სააგენტო შეიმუშავებს და წარადგენს რეკომენდაციებს რეესტრის სუბიექტის მიერ მომსახურების შექმნის, გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის შესახებ.

7.ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრში არ შედის ისეთი ინფორმაცია და ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო საიდუმლოებაა. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 10 ივლ. 2020-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3815128¹6451410133
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…ინფორმაციის ერთიანი სა…სოფლის მეურნეობისა და …ინფორმაციული უსაფრთხოე…საჯარო რეესტრის შესახე…ეროვნული სივრცითი მონა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა