ფინანსური პოლიციის შესახებ

მუხლი 19¹. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 24 ნოე. 2006

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პოლიციაში არ შეიძლება მიღებულ იქნეს და მსახურობდეს: ა) ნასამართლევი პირი; ბ) პირი, თუ მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს; გ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების მომხმარებელი; დ) პირი, რომელიც სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, ან შეზღუდულ ქმედუნარიანად არის აღიარებული; ე) პირი, თუ იგი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობლებს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას ან ძმას; ვ) პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2.პოლიციაში იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო საქმიანობა არ შეიძლება დანიშნულ იქნეს პირი, რომელიც ერთხელ მაინც არის დათხოვილი საჯარო სამსახურიდან უარყოფითი მოტივით.

3.პოლიციაში მიიღებიან ის პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური ან კანონის საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან მისგან, ხოლო პოლიციის იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, დაინიშნებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც მოხდილი აქვთ საყოველთაო-სამხედრო ვალდებულება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გვარდიის ნაწილებში (მათ შორის, ყოფილ სსრკ-ის ჯარებში) ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში, სამხედრო კათედრაზე გაიარეს მომზადების სრული კურსი და მიენიჭათ შესაბამისი სამხედრო წოდება (აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება ქალებზე).

4.პოლიციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს კვალიფიკაციის ამაღლების (მომზადების, გადამზადების) შესაბამისი კურსები და მიიღოს დადებითი შეფასება (არსებობის შემთხვევაში).

5.ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი დათხოვნილი იქნება სამსახურიდან ამ კანონის მე-20 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 მაი. 2005 – 1 იან. 2007 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 12 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 20 დეკ. 2005

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2014²⁴11⁵182 (მე…38363730476781319¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსური პოლიციის შეს…პოლიციის შესახებსაქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს შინაგან სა…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…