სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14²⁴. აღსრულების პოლიციაში მიღების წესი. აღსრულების პოლიციაში მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვები

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღსრულების პოლიციაში შეიძლება მიღებულ იქნეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს; გ) პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების/ფუნქციების შესრულება.

2.აღსრულების პოლიციაში მიღების მსურველ პირს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება.

3.აღსრულების პოლიციაში კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

4.აღსრულების პოლიციაში მისაღები პირი (კანდიდატი) გადის სპეციალურ შემოწმებას (საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია კანდიდატის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პიროვნული და საქმიანი თვისებების მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენა).

5.პირი აღსრულების პოლიციაში შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.

6.აღსრულების პოლიციაში თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შემცვლელი; ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი − ვაკანტურ თანამდებობაზე; გ) აღსრულების პოლიციელი − დაწინაურების შემთხვევაში.

7.აღსრულების პოლიციელად არ მიიღება: ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს; ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს/მშვილებელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს, გერს/ნაშვილებს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს/მშვილებელს; ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა; თ) პირი, რომელმაც აღსრულების პოლიციაში მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტს (გარდა პირის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა); ი) პირი, რომელმაც ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო; კ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა: კ.ა) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო და მისი გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა; კ.ბ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფის ან დარღვევის გამო, რომელიც მიმართულია აღსრულების პოლიციელისა და აღსრულების პოლიციის/აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრედიტაციისკენ. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №133 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 ნოე. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁵14²⁶14²⁹11³163738362927452614²⁴
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…პოლიციის შესახებსაქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს სახელმწიფო…დანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა