პოლიციის შესახებ

მუხლი 37. სამსახურში მიღების წესი

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პოლიციაში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს პოლიციელის ფუნქციები.

2.პოლიციაში სამუშაოდ მისაღებ კანდიდატს შეარჩევენ სამინისტროს საკადრო დანაყოფი და სპეციალური კომისია, რომლებიც ამოწმებენ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს.

3.პოლიციაში ცალკეულ თანამდებობებზე მისაღები კანდიდატები სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში (შემდგომ – პოლიციის აკადემია) გადიან სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს პოლიციაში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ.

3¹.სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირისა და სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის, სტაჟიორის, პრაქტიკანტის დაქტილოსკოპირება სავალდებულოა. დაქტილოსკოპიური მონაცემების აღებისა და შენახვის წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით.

4.პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში სამუშაოდ პირის მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5.სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. აღნიშნული წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის (მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენების) შესახებ სამართლებრივი აქტი. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №174 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1208 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №44 · ძალაშია 1 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2026 – 1 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 17 დეკ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 6 მარ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁴14²⁶11³16363829274577111237
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ფინანსთა ს…პენიტენციური კოდექსიპოლიციის შესახებდანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა