ლობისტური საქმიანობის შესახებ

მუხლი 12. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთან შეხვედრის უფლება

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლობისტს უფლება აქვს შეხვდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს მოქალაქეებთან შეხვედრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.ლობისტს უფლება აქვს დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით შეხვდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3.ლობისტის მოთხოვნა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთან შეხვედრის შესახებ, შეხვედრის თემისა და სასურველი დროის მითითებით, წარედგინება ამ წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატს, რომელიც დადგენილი წესით გადასცემს მას წარმომადგენლობითი ორგანოს შესაბამის წევრს სამსახურის ადგილის მიხედვით. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ვალდებულია მიმართვის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი სამუშაო კვირის ვადაში აცნობოს ლობისტს წერილობითი პასუხი მის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 ოქტ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
51091186878889656159514812
მითითებამნიშვნელობით ახლოსლობისტური საქმიანობის …საქართველოს ზოგადი ადმ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს პარლამენტი…საქართველოს შრომის კოდ…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა