საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 15. წარმომადგენლის უფლებამოსილება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას წარმომადგენელმა უნდა განაცხადოს, რომ სხვა პირის დავალებით მოქმედებს, და მიუთითოს, პირდაპირი წარმომადგენელია თუ ირიბი. მიიჩნევა, რომ პირი თავისი სახელით მოქმედებს, თუ იგი არ აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, ან აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, მაგრამ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე.

2.საბაჟო ორგანოს შეუძლია წარმომადგენელს მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.თუ ერთი და იმავე პირის წარმომადგენელი ამ პირთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობებს რეგულარულად ახორციელებს, მას საბაჟო ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარმომადგენელი ვალდებულია წარუდგინოს მას აღნიშნული დოკუმენტი.

4.საბაჟო ორგანოში წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურების წესი და პირობები, აგრეთვე უფლებამოსილების დასადასტურებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და შემთხვევები, როდესაც უფლებამოსილების დადასტურება სავალდებულო არ არის, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას წარმომადგენელმა უნდა განაცხადოს, რომ სხვა პირის დავალებით მოქმედებს, და მიუთითოს, პირდაპირი წარმომადგენელია თუ ირიბი. მიიჩნევა, რომ პირი თავისი სახელით მოქმედებს, თუ იგი არ აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, ან აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, მაგრამ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე. 2. საბაჟო ორგანოს შეუძლია წარმომადგენელს მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. თუ ერთი და იმავე პირის წარმომადგენელი ამ პირთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობებს რეგულარულად ახორციელებს, მას საბაჟო ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარმომადგენელი ვალდებულია წარუდგინოს მას აღნიშნული დოკუმენტი. 4. საბაჟო ორგანოში წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურების წესი და პირობები, აგრეთვე უფლებამოსილების დასადასტურებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და შემთხვევები, როდესაც უფლებამოსილების დადასტურება სავალდებულო არ არის, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
86898796981136374114131215
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…შემოსავლების სამსახური…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა