Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალობისტური საქმიანობის შესახებმუხლი 10

ლობისტური საქმიანობის შესახებ

მუხლი 10. ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაში მონაწილეობის უფლება

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:არასამთავრობო ორგანიზაციის დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ლობისტს უფლება აქვს დაესწროს წარმომადგენლობითი ორგანოს სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) მიერ დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების) ღია განხილვის ყველა სტადიას. ღია განხილვის დროს ლობისტს წარმომადგენლობითი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) გადაწყვეტილებით, მისთვის დაწესებული რეგლამენტით შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტთან (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტებთან) დაკავშირებით გამართულ კამათში.

2.ლობისტს უფლება აქვს დაესწროს დახურულ სხდომას, მონაწილეობა მიიღოს კამათში დავალებით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, გარდა კანონით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა.

3.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელი წერილობით აცნობებს ლობისტს დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების) ღია განხილვის შესახებ, განხილვამდე არა უგვიანეს 2 დღით ადრე, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.

4.ლობისტს უფლება აქვს დაესწროს წარმომადგენლობითი ორგანოს ღია სხდომას ამ ორგანოს რეგლამენტით საზოგადოებრიობის წარმომადგენელთათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე.

5.ლობისტს უფლება აქვს წარმომადგენლობით ორგანოში დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დროს, გარდა პლენარული სხდომებისა, გამოვიდეს რეგლამენტირებული სიტყვით.

6.ლობისტს უფლება აქვს დაესწროს აღმასრულებელ ორგანოში ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან მის სტრუქტურებში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის ღია განხილვას, რომლის ჩატარების დროს და ადგილს შესაბამისი ორგანოს ან სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელი აცნობებს ლობისტს განხილვამდე არაუგვიანეს 2 დღით ადრე, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე. აღმასრულებელ ორგანოში ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის ღია განხილვის დროს ლობისტს ამ ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელის ნებართვით შეიძლება მიენიჭოს რეგლამენტირებული სიტყვის უფლება.

7.ლობისტს უფლება აქვს, შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს, აღმასრულებელ ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილობით წარუდგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის თაობაზე. ისინი უნდა დაერთოს ნორმატიული აქტის პროექტს. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7019 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №7

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლობისტური საქმიანობის შესახებ

  • 12წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთან შეხვედრის უფლება
  • 11ინფორმაციის მიღების უფლება
  • 9წარმომადგენლობითი ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისა და გადაადგილების უფლება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 15ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 13ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 12პარლამენტის სხდომებში მონაწილეობის უფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 15ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 89სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 90უმაღლესი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 24საჯარო კონსულტაცია და თანამშრომლობა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106²კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნება
  • 106⁴საკუთარი მოსაზრების წარდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
512119106²106⁴1215138990152410
მითითებამნიშვნელობით ახლოსლობისტური საქმიანობის …ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…სამოქალაქო აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026