Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალობისტური საქმიანობის შესახებმუხლი 5

ლობისტური საქმიანობის შესახებ

მუხლი 5. ლობისტად რეგისტრაციის წესი

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:არასამთავრობო ორგანიზაციის დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ლობისტად რეგისტრაციისათვის პირმა უნდა წარადგინოს: ა) განცხადება ლობისტად რეგისტრაციის შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მისი სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, ნორმატიული აქტი (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტები), ნორმატიული აქტის პროექტი (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტები), რომლის მიღებით ან, შესაბამისად, შეცვლით ან უარყოფით დაინტერესებულია განმცხადებელი, აგრეთვე მისი საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომრები; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; გ) დავალების ხელშეკრულება ლობისტური საქმიანობის განხორციელების შესახებ (შემდგომში – „დავალება”), რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოზე მის ზემოქმედებას; დ) ცნობა მისი ნასამართლობის შესახებ.

2.თუ დავალებაში მარწმუნებლად წარმოდგენილია ერთი ან რამდენიმე იურიდიული პირი, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ საბუთებს უნდა დაერთოს ამ იურიდიული პირის წესდების (დებულების) და რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლები.

3.ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საბუთები წარედგინება: ა) საქართველოს პარლამენტის ბიუროს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას; ა 1 ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს/პრეზიდიუმს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ამ წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება; გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება; გ 1 ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საქართველოს მთავრობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების კომპეტენციას განეკუთვნება; დ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1966).

4.საქართველოს პარლამენტის ბიურო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურო/პრეზიდიუმი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა წყვეტს პირის ლობისტად რეგისტრაციის საკითხს. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, პირი ლობისტად რეგისტრირებულად ჩაითვლება.

5.პირის ლობისტად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობება ლობისტს და წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ლობისტის მიერ ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას.

6.საქართველოს პარლამენტის აპარატი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აწარმოებს ლობისტთა რეესტრს, რომელშიც აისახება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები; ბ) ცნობა ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ, მისი შეწყვეტის ფორმისა და საფუძვლის მითითებით. ​ საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1253 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1966 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2362 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი № 5010 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7019 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
  2. 13 მაი. 2016
  3. 16 მაი. 2014
  4. 19 თებ. 2014
  5. 8 ოქტ. 2013
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №7

  • 5 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლობისტური საქმიანობის შესახებ

  • 13ლობისტის ანგარიშგება
  • 4ლობისტად რეგისტრაციის უფლება
  • 6ლობისტად რეგისტრაციაზე უარის თქმა

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 10განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა, პირობითი განცხადება

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 52ქორწინების რეგისტრაცია

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 58განცხადების წარდგენის წესი
  • 59განცხადების რეგისტრაცია

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

  • 4განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ

ნოტარიატის შესახებ

  • 15განცხადება ნოტარიუსად დანიშვნის თაობაზე

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 22

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 22ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 13²ცვლილების შესახებ ინფორმაციის წარდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1012134622422101558595213²5
მითითებამნიშვნელობით ახლოსლობისტური საქმიანობის …,,მეწარმეთა და არასამე…სამოქალაქო აქტების შეს…უძრავ ნივთებზე უფლებათ…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…ნოტარიატის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026