ლობისტური საქმიანობის შესახებ

მუხლი 8. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტა და ჩამორთმევა

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტა ხდება მისი დაკარგვის ან ჩამორთმევის გზით.

2.ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის დაკარგვის საფუძველია: ა) დავალების ვადის გასვლა ან მისი შეწყვეტა; ბ) დავალებით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიულ აქტებზე) ან ნორმატიული აქტის პროექტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტებზე) წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

3.ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის ჩამორთმევის საფუძველია: ა) ისეთი გარემოების წარმოშობა, რომელიც გამორიცხავს პირის ლობისტად რეგისტრაციას; ბ) ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ანგარიშის წარუდგენლობა; გ) ლობისტური საქმიანობის განხორციელების პროცესში სამართალდარღვევის ჩადენა იმ წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს წევრის/მოხელის ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელის მიმართ, რომელშიც პირი ახორციელებს ლობისტურ საქმიანობას, აგრეთვე ამ ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში.

4.პირს ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა ჩამოერთმევა იმ თანამდებობის პირის (ორგანოს) გადაწყვეტილებით, რომელმაც მოახდინა მისი ლობისტად რეგისტრაცია. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის ჩამორთმევის შესახებ ეცნობება წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს და პირს, რომელსაც იგი ჩამოერთვა. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4348 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №138 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7019 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი III. ლობისტის უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის სამართლებრივი გარანტიები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
136211²³109101810325230608
მითითებამნიშვნელობით ახლოსლობისტური საქმიანობის …პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა