Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანოტარიატის შესახებმუხლი 18

ნოტარიატის შესახებ

მუხლი 18. ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლება

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ნოტარიუსს უფლებამოსილება უწყდება თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

2.ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) ნოტარიუსის წერილობითი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელიც წარედგინება იუსტიციის მინისტრს; ბ) ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა; გ) ნოტარიუსის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა, რაც იწვევს ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებას; ე) ნოტარიუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას; ვ) ნოტარიუსის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; ზ) ნოტარიუსისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; თ) ნოტარიუსისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სანოტარო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; ი) ნოტარიუსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; კ) ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა; ლ) ამ კანონის მე-11 მუხლის 2 1 პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული ნოტარიუსის მიერ სანოტარო საქმიანობის შესაბამის დასახლებაში განხორციელების შეწყვეტა.

3.ნოტარიუსი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, ამოირიცხება საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან.

4.ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების ან ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი.

5.იმ ნოტარიუსის დოკუმენტაცია, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე გადაეცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

6.ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, შეუძლია გაასაჩივროს იუსტიციის მინისტრის ბრძანება მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. ბრძანება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გადაცემულია უშუალოდ ნოტარიუსისათვის ან დაზღვეული წერილით გაგზავნილია ნოტარიუსის რეგისტრაციის ადგილზე. ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3363 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.244 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3356 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4610 - ვებგვერდი, 22.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №453 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1526 – ვებგვერდი, 06.05.2022წ.

რედაქციების შედარება

1. ნოტარიუსს უფლებამოსილება უწყდება თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში. 2. ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) ნოტარიუსის წერილობითი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელიც წარედგინება იუსტიციის მინისტრს; ბ) ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნისმიერ ზღვრულისაპენსიო ასაკის მიღწევა, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“შემთხვევისა; გ) ნოტარიუსის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა, რაც იწვევს ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებას; ე) ნოტარიუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას; ვ) ნოტარიუსის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; ზ) ნოტარიუსისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; თ) ნოტარიუსისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სანოტარო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; ი) ნოტარიუსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; კ) ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა; ლ) ამ კანონის მე-11 მუხლის 2 1 პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული ნოტარიუსის მიერ სანოტარო საქმიანობის შესაბამის დასახლებაში განხორციელების შეწყვეტა. 3. ნოტარიუსი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, ამოირიცხება საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან. 4. ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების ან ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი. 5. იმ ნოტარიუსის დოკუმენტაცია, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე გადაეცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. 6. ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, შეუძლია გაასაჩივროს იუსტიციის მინისტრის ბრძანება მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. ბრძანება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გადაცემულია უშუალოდ ნოტარიუსისათვის ან დაზღვეული წერილით გაგზავნილია ნოტარიუსის რეგისტრაციის ადგილზე. ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3363 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.244 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3356 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4610 - ვებგვერდი, 22.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №453 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №29

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნოტარიატის შესახებ

  • 14ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 11ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები
  • 24ნოტარიუსის შენაცვლება

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 6ნოტარიუსის შენაცვლება
  • 9უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე
  • 2ნოტარიუსი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 52მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები

პენიტენციური კოდექსი

  • 30მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, მისი სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²³მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 18მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 43მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
  • 48საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²³43481117142469218523018
მითითებამნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…აღმასრულებელი ხელისუფლ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026