პენიტენციური კოდექსი

მუხლი 30. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, მისი სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა; ვ) გარდაცვალება.

2.მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს: ა) სხვა სამსახურში გადასვლის გამო; ბ) სამსახურში მისაღებად დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო; გ) შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი დოკუმენტის არქონის გამო; დ) სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ან პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის/გაუქმების ან შტატების შემცირების გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო; ზ) ერთჯერადად განზრახ ან გაუფრთხილებლობით სამსახურებრივი მოვალეობის ან/და მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობის უხეშად დარღვევის გამო; თ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; ი) სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; ლ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; მ) პირადი პატაკის საფუძველზე; ნ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ო) სერტიფიკატის განუახლებლობის გამო (სერტიფიკატის განახლების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); პ) სასწავლო კურსის გავლაზე უარის თქმის გამო; ჟ) სასწავლო კურსის ან პროფესიული გადამზადების კურსის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო; რ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერების/ფსიქოტროპული ნივთიერების/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების (გარდა მკურნალობის მიზნით მოხმარებისა) ფაქტის დადასტურების შემთხვევაში; ს) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოხმარების ფაქტის პერიოდულად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში; ტ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; უ) კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

3.მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად, 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი მიტოვების მომდევნო სამუშაო დღიდან ჩაითვლება სამსახურიდან გათავისუფლებულად.

4.სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული პირი ვალდებულია დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემული მატერიალური ფასეულობები.

5.თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურე შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) შტატების შემცირების დროს ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ან პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის/გაუქმების დროს; გ) პირადი პატაკის საფუძველზე.

6.კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.

7.კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გაფრთხილებულად. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-3 ნაწილში თვითნებური მიტოვების ვადა 5 სამუშაო დღეზე მეტად განისაზღვრა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁶11²³111941321071085286842930
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…საჯარო სამსახურის შესა…სახელმწიფო დაცვის სპეც…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა