Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზემუხლი 6

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2002
თემები:ბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 5 1 მუხლით და ამ დებულებით.

2.ყველა პიროვნებამ, რომელიც შესყიდვის პროცესში შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს წარმოადგენს (მისი ხელმძღვანელების, თანამშრომლებისა და კონსულტანტების ჩათვლით) თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი სიტუაცია, ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი მიზეზების ჩათვლით.

3.თუ ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული რომელიმე პიროვნება ინტერესთა კონფლიქტის წინაშე დადგება, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი მონაწილეობის მიღება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების პროცესში.

4.ყოველ პირს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ჩატარებისას შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს წარმოადგენს, ექნება ინტერესთა კონფლიქტი, თუ ეს პირი: ა) მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვაში; ბ) არის სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე რომელიმე ორგანიზაციის მფლობელი, აკონტროლებს მას ან არის მისი თანამშრომელი; გ) არის შესყიდვის პროცედურაში მონაწილე ორგანიზაციის თანამშრომლის ან ხელმძღვანელი აპარატის წევრის ახლო ნათესავი ან უშუალოდ მონაწილის ახლო ნათესავი, თუ ეს უკანასკნელი ფიზიკური პირია; დ) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ,,ახლო ნათესავში“ იგულისხმება პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები; ე) ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე ორგანიზაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე; ვ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან მოლაპარაკებას აწარმოებს ასეთი კავშირის დამყარების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან; ზ) შესყიდვის პროცედურის შედეგით პირადადაა დაინტერესებული (ან აქვს ფინანსური ინტერესი).

5.სახელმწიფო შესყიდვის პროცესში შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესის წარმოდგენა უნდა ეხებოდეს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებულ შემდეგ ღონისძიებებს: ა) შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები, შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების დადგენის ჩათვლით; ბ) სატენდერო კომისიის წევრების ან შესყიდვის განხორციელებაზე სხვა პასუხისმგებელი პირების შერჩევა; გ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის და სხვა მასალების მომზადება; დ) საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება; ე) ტექნიკური დისკუსიებისა და მოლაპარაკებების ჩატარება, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ვ) დახურული ტენდერის ჩატარებისას და ფასთა კოტირების მეთოდით შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში პოტენციურ მონაწილეთა შერჩევა; ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; თ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა. თავი II ტენდერი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 5 1 მუხლით და ამ დებულებით. 2. ყველა პიროვნებამ, რომელიც შესყიდვის პროცესში შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს წარმოადგენს (მისი ხელმძღვანელების, თანამშრომლებისა და კონსულტანტების ჩათვლით) თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი სიტუაცია, ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი მიზეზების ჩათვლით. 3. თუ ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული რომელიმე პიროვნება ინტერესთა კონფლიქტის წინაშე დადგება, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი მონაწილეობის მიღება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების პროცესში. 4. ყოველ პირს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ჩატარებისას შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს წარმოადგენს, ექნება ინტერესთა კონფლიქტი, თუ ეს პირი: ა) მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვაში; ბ) არის სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე რომელიმე ორგანიზაციის მფლობელი, აკონტროლებს მას ან არის მისი თანამშრომელი; გ) არის შესყიდვის პროცედურაში მონაწილე ორგანიზაციის თანამშრომლის ან ხელმძღვანელი აპარატის წევრის ახლო ნათესავი ან უშუალოდ მონაწილის ახლო ნათესავი, თუ ეს უკანასკნელი ფიზიკური პირია; დ) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ,,ახლო ნათესავში“ იგულისხმება პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები; ე) ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე ორგანიზაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე; ვ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან მოლაპარაკებას აწარმოებს ასეთი კავშირის დამყარების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან; ზ) შესყიდვის პროცედურის შედეგით პირადადაა დაინტერესებული (ან აქვს ფინანსური ინტერესი). 5. სახელმწიფო შესყიდვის პროცესში შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესის წარმოდგენა უნდა ეხებოდეს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებულ შემდეგ ღონისძიებებს: ა) შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები, შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების დადგენის ჩათვლით; ბ) სატენდერო კომისიის წევრების ან შესყიდვის განხორციელებაზე სხვა პასუხისმგებელი პირების შერჩევა; გ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის და სხვა მასალების მომზადება; დ) საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება; ე) ტექნიკური დისკუსიებისა და მოლაპარაკებების ჩატარება, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ვ) დახურული ტენდერის ჩატარებისას და ფასთა კოტირების მეთოდით შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში პოტენციურ მონაწილეთა შერჩევა; ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; თ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა. თავი II ტენდერი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 თებ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 მაი. 2002 · №4

  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 1მუხლი 21მუხლი 25მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 27სახელმწიფო შესყიდვებიდან დისკვალიფიკაცია
  • 33გასაჩივრების უფლება
  • 28სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 8ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები
  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 13ინტერესთა კონფლიქტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 159⁷სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა
  • 165¹³ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა

მაუწყებლობის შესახებ

  • 11კომისიის წევრისა და მისი აპარატის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

კონკურენციის შესახებ

  • 21ინტერესთა კონფლიქტი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 62ინტერესთა კონფლიქტი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 195¹სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
195¹159⁷165¹³8111212552733286221136
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს ადმინისტრა…მაუწყებლობის შესახებკონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 მაი. 2002 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026