Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზემუხლი 27

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 27. სახელმწიფო შესყიდვებიდან დისკვალიფიკაცია

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2002
თემები:უსაფრთხოების კონტრაქტებითავდაცვის შესყიდვებისამთავრობო ქმედებებიბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველ ორგანიზაციის სატენდერო კომისიას უფლება აქვს მოახდინოს შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირების დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, კერძოდ: ა) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადება არ შეესაბამება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს; ბ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ვერ დააკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის მოთხოვნას საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებაზე; გ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი უარს განაცხადებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან სატენდერო წინადადებაში უზუსტობების ან შეცდომების შესწორებაზე ან დამატებითი ინფორმაციის (მონაცემების) წარმოდგენაზე; დ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები სატენდერო წინადადებაში მოყვანილი მონაცემები ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება; ე) თუ ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას; ვ) თუ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

2.გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ, ან დებულების შესაბამისი მუხლებით დადგენილ ვადებში, ეცნობოს დისკვალიფიცირებულ პირს დისკვალიფიკაციის მიზეზის მითითებით.

3.დისკვალიფიცირებულ პირს უფლება აქვს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხილვის თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას, ან გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ან სასამართლოში.

4.იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“,“ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზების გამო, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს გადაწყვეტილება და მისი მიღების მიზეზები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

5.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ახორციელებს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მიზეზების გამო დისკვალიფიცირებული პირების აღრიცხვას და აცნობებს ამ პირთა სიას დაინტერესებულ შემსყიდველ ორგანიზაციებს.

6.დისკვალიფიცირებულ პირთა ამოღება ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული სიიდან ხდება იმ შემთხვევაში, თუ დისკვალიფიკაციის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში არ ექნება ადგილი მათ დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვებიდან იგივე მიზეზებით, ან სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება მათი დისკვალიფიკაციის შესახებ გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

7.იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე პირი დისკვალიფიკაციის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მეორედ იქნება დისკვალიფიცირებული ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მიზეზების გამო, მისი ამოღება ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული სიიდან მოხდება მხოლოდ დისკვალიფიკაციის შესახებ ბოლო გადაწყვეტილების მიღებიდან სამი წლის შემდეგ თავი V ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 თებ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტენდერის გასაჩივრება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სახელმწიფო კონტრაქტებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 მაი. 2002 · №4

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 23სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტა
  • 33გასაჩივრების უფლება
  • 28სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 58დისკვალიფიკაცია
  • 77დისკვალიფიკაციის დამატებითი საფუძვლები
  • 57ზოგადი წესი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 23⁷გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება
  • 16¹გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 159⁶სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა
  • 159⁷სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 35დავების გადაწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
159⁶159⁷723⁷16¹2333283558775727
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს ადმინისტრა…საჯარო და კერძო თანამშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 მაი. 2002 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026