სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 8. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას: ა) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვას, შერჩევას და შეფასებას; ბ) ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვას; გ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას; დ) (ამოღებულია); ე) მიმწოდებლის შერჩევას გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში; [ ე) გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორის შერჩევას; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] ვ) საკონკურსო წინადადების განხილვა და კონკურსის მეშვეობით მიმწოდებლის შერჩევა; ზ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავის განხილვას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი ეკონომიკურ ოპერატორთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. თუ ეკონომიკური ოპერატორი არის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის დებულებების გავრცელების შემთხვევები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სახელმწიფო შესყიდვების თავისებურებათა გათვალისწინებით.

3.დაუშვებელია, ეკონომიკურმა ოპერატორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღებად.

4.მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება ეკონომიკური ოპერატორის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ აღნიშნული შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.

5.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.

6.ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5975 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 სექ. 2026 – 1 დეკ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 მაი. 2012 – 1 იან. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026
  2. · გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
  3. · გამოქვეყნდა 25 მაი. 2011

    მე-8 მუხლში სახელმწიფოს ან თვითმმართველობის 50%-ზე მეტი წილის მქონე საწარმოებზე წესი გავრცელდა შესყიდვებში მონაწილეობაზეც, ხოლო კანონქვემდებარე აქტი განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის გავრცელების შემთხვევებს.

  4. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012

    მე-8 მუხლის აკრძალვის პირთა ჩამონათვალში კონტროლის პალატის თავმჯდომარე შეიცვალა გენერალური აუდიტორით და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა მითითება ერთეულ რიცხვში გადავიდა.

  5. · გამოქვეყნდა 19 აპრ. 2012

    მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში ინტერესთა კონფლიქტი ახლა ეხება ფიზიკურ პირს, ხოლო კანონქვემდებარე აქტით დასარეგულირებელი შემთხვევა უკავშირდება „ბ“ ქვეპუნქტის შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელიც პრეტენდენტი ან მიმწოდებელია, შესყიდვების თავისებურებათა გათვალისწინებით.

  6. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2010

    მე-8 მუხლის ყველა პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: შეიცვალა კონფლიქტის წესების მქონე საქმიანობათა წრე, ინტერესთა კონფლიქტი უკავშირდება საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის ურთიერთობებს, დაემატა წერილობითი დადასტურებისა და დაუყოვნებელი განცხადების ვალდებულება.

  7. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  8. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2010

    მე-8 მუხლის პირველ პუნქტში „დ“ ამოღებულია და დაემატა „ზ“ (დავის განხილვა), ხოლო მე-2 პუნქტში შეიცვალა საგადასახადო კოდექსის მუხლი და დაემატა სახელმწიფოს ან თვითმმართველობის მიერ კონტროლირებადი საწარმოების წესი.

  9. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულია, ხოლო მე-6 პუნქტში ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის წერილობითი დადასტურების ვადა და სუბიექტები ახლებურად განისაზღვრა.

  10. · გამოქვეყნდა 12 დეკ. 2008

    მე-8 მუხლის მე-6 პუნქტში ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის წერილობითი დადასტურების მომენტად დაემატა კონვერტების გახსნა, ხოლო მე-7 პუნქტი ინტელექტუალური მომსახურების შესახებ ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
159⁷165¹³193719311193466221138
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა