სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

მუხლი 3. სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების წესი

რედაქცია №14კონსოლიდირებული · 22 ივნ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

სულხან კაპანაძე

1.გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემის შესახებ იღებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ამ კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ კანონების შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2.ამ კანონით რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, წარმომადგენლობითი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება მიწის სამართლებრივი რეჟიმით განსაზღვრული: ა) სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ადგილობრივი განვითარებისა და მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარდგინებით სახელმწიფო მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმების დამტკიცება; ბ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარდგინებით ტერიტორიული ზონირების განსაზღვრა და მისი საზღვრების დამტკიცება; გ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარდგინებით და ამ კანონის შესაბამისად მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა.

3.ამ კანონით რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სახელმწიფო მიწის განკარგვის პროცესის ორგანიზება და მართვა; ბ) საკონკურსო კომისიის დანიშვნა და სახელმწიფო მიწის საჯარო წესით გაყიდვის ორგანიზება; გ) სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო მიწის განკარგვის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება; დ) სახელმწიფოს სახელით იჯარის, აღნაგობის, ქირავნობის, უზუფრუქტისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება.

4.სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების განკარგვა: ა) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები) და დასასვენებელი ადგილები (პარკები, ტყე-პარკები, სკვერები, ხეივნები, დაცული ტერიტორიები); ბ) მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განლაგებულია წყალსაცავები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; გ) მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განლაგებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, კავშირგაბმულობა და ელექტროგაყვანილობა); დ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვა, მობილიზაცია) მიწის ნაკვეთები; ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთები, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განლაგებული სახელმწიფო ქონება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას; ვ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში; ვ) სხვა მიწის ნაკვეთები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას.

5.სახელმწიფო მიწის ნაკვეთის განკარგვაზე მოწყობილ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება და სახელმწიფოსათვის ყველაზე უკეთესი პირობების შეთავაზება.

6.სახელმწიფო მიწის ნაკვეთის განკარგვაზე მოწყობილ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზება.

7.საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ეძლევათ პირდაპირი განხილვის წესით, კონკურსის ან აუქციონის გამოუცხადებლად.

8.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით განკარგვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.

9.სახელმწიფო მიწის განკარგვასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება სასამართლოს მეშვეობით.

10.მიწის ნაკვეთით სარგებლობის ან საკუთრების უფლება, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიეცემა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რეგისტრირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

11.მხოლოდ რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციაა მიწის ნაკვეთების შერჩევა, აუქციონისა და კონკურსის ორგანიზება, მიწის განკარგვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოება და საიჯარო ურთიერთობების მართვა. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2294 – სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.198 საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1410 – სსმI, №22, 18.05.2005წ., მუხ.154 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2637 – სსმI, №5, 20.01.2006წ., მუხ.45 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4712 – სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.142 თავი II. სახელმწიფო მიწით სარგებლობა და გასხვისება საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2294 – სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.198

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 44

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის გაუქმების შესახებ პრეზიდენტის განკარგულების ნაწილობრივი ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

    მოსარჩელე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობასა და ახალი აქტის გამოცემას ითხოვდა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის გაუქმებასთან დაკავშირებით. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პრივატიზებასთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე სპეციალური სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდებოდა, ხოლო სავარაუდო იძულებით დადებული გარიგების შეცილებისთვის ერთწლიანი ვადა იყო დადგენილი. სასამართლოს შეფასებით, პროკურატურისთვის 2012 წელს მიმართვამ შესაბამისი ვადის დენა არ შეწყვიტა. უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო განჩინება გააუქმა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დააკმაყოფილა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    პრივატიზებულ ობიექტებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების საკუთრებად რეგისტრაცია და სერვიტუტი

    დავა შეეხებოდა ქუთაისში მდებარე ორი პრივატიზებული ობიექტის მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას. მოპასუხეთა შორის იყვნენ ქუთაისის მიწის მართვის სამმართველო და სხვა ადგილობრივი ორგანოები, ხოლო რეგისტრაციის დავალება საბოლოოდ საჯარო რეესტრის ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს შეეხო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გამოსაყენებელი კანონი საკუთრების მინიჭებას დადასტურებულ სარგებლობას უკავშირებდა და მიწის გადასახადის გადახდა თავისთავად საკუთრების მინიჭების საფუძველი არ იყო. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც მოთხოვნა მხოლოდ დადასტურებული ფართობების ნაწილში დაკმაყოფილდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთის გამოყოფის აქტის ბათილად გამოცხადების შესახებ დადგენილების, ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა ბათუმის მთავრობის დადგენილებას, რომლითაც მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ მერიის გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდა, აგრეთვე ნასყიდობის ხელშეკრულებებსა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერი ნდობის შეფასებისას გასათვალისწინებელია როგორც რეესტრის ჩანაწერს საფუძვლად დადებული აქტი, ისე მის კანონიერებაზე მიღებული ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. პალატამ აგრეთვე დაადგინა, რომ ახალი მესაკუთრეები ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩართეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი უფლებები შეიძლებოდა შეზღუდულიყო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    მიწის ნაკვეთებზე საკუთრების სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის დავალება

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის მიერ მიწის ნაკვეთებზე კერძო კომპანიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერებას და ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მიწით სარგებლობის უფლების მინიჭება და შემდგომი პრივატიზების შესაძლებლობა საკუთრების უფლების წარმოშობას არ ადასტურებდა. პალატამ ასევე დაადგინა, რომ უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება პირდაპირ სასამართლოში საჩივრდება და სარჩელი გასაჩივრების ვადაში იყო წარდგენილი. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გადაწყვეტილება ჩანაწერების ბათილად ცნობისა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთებზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების მოწმობების გაცემის დავალება

    დავა ეხებოდა ქუთაისის მერიისთვის აუქციონზე შეძენილ მიწის ნაკვეთებზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების მოწმობების გაცემის დავალებას. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დამტკიცებული აუქციონის შედეგი აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტია და მისი საფუძველზე ხელშეკრულება ფორმდება. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა ხელშეკრულების დადების ვალდებულება, სათანადო მოპასუხე და ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მოქმედი კანონმდებლობის გამოყენება. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთებზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების მოწმობების გაცემის დავალება

    დავა ეხებოდა ქუთაისის მერიისთვის აუქციონზე შეძენილ მიწის ნაკვეთებზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების მოწმობების გაცემის დავალებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აუქციონის შედეგების დამტკიცება აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტია და სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა ხელშეკრულების დადების შესაძლო კანონისმიერი ვალდებულება. თუ მერია არასათანადო მოპასუხეა, სასამართლომ უნდა განსაზღვროს უფლებამოსილი პირი და საჭიროების შემთხვევაში იმსჯელოს მოპასუხის შეცვლაზე. უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი, გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 5 ივნ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 აგვ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11323191085 (და…5481493393
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საკუთრებაში…ფიზიკური და კერძო სამა…კანონი საქართველოს საბ…სასოფლო-სამეურნეო დანი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს კონსტიტუცი…