კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

მუხლი 10

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2000

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.9 მუხლის 1 პუნქტის თანახმად მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებათა შესაბამისად ბავშვის ან მისი მშობლების განცხადება ოჯახის შეერთების მიზნით მონაწილე სახელმწიფოში შესვლის ან იქიდან გამოსვლის თაობაზე მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ პოზიტიურად, ჰუმანურად ა ოპერატიულად. შემდეგ მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ასეთი თხოვნის წარდგენა არ იწვევდეს განმცხადებლისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საზიანო შედეგებს.

2.ბავშვს, რომლის მშობლები სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ, უფლება აქვს, რეგულარულ საფუძველზე იქონიოს პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები ორივე მშობელთან. ამ მიზნით და 9 მუხლის 2 პუნქტის თანახმად მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატვის სცემენ ბავშვისა და მისი მშობლების უფელბას, დატოვონ ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც, და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. ნებისმიერი ქვეყნის დატოვების უფლების მიმართ მოქმედებს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, როგორიც კანონითაა დაწესებული და საჭიროა სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის (ordre public), მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის, ანდა სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის და შეთავსებადია წინამდებარე კონვენციის აღიარებულ სხვა უფლებებთან.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
351¹⁷1305⁸1305⁹92722334292724710
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონვენცია ბავშვის უფლე…ბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს სამოქალაქო…შვილად აყვანისა და მინ…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა