ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 27. ბავშვის მხარდაჭერა მისი მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ვალდებულია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს ადეკვატური საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების, ინკლუზიური განათლების, უთანასწორო მოპყრობისა და ძალადობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმებისა და ყველა სხვა უფლების დაცვის გარანტიების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული პრევენციის მიზნით განხორციელებული პროგრამები ინტეგრირებული უნდა იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საჭიროებების გათვალისწინებით. პროგრამაში ოჯახი ჩართული უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

3.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისა და მისი ოჯახის მხარდაჭერის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვისთვის განათლების, მათ შორის, პროფესიული განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და რეაბილიტაციის სერვისების უწყვეტ და ეფექტიან ხელმისაწვდომობას, რათა ხელი შეეწყოს ბავშვის სრულყოფილ ინდივიდუალურ განვითარებას და სოციალურ ინკლუზიას.

4.ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის განხორციელებისას განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
919361716467487121327
მნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…ბავშვის უფლებათა კოდექ…კონვენცია ბავშვის უფლე…ადრეული და სკოლამდელი …სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა