1.მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით.
2.ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გარჩევაში და გამოთქვას თავისი თვალსაზრისით.
3.მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთა განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურტიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
4.იმ შემთხვევაში, როცა ასეთი განშორება გამომდინარეობს მონაწილე სახელმწიფოს მიერ მიღებული რაიმე გადაწყვეტილებიდან, მაგალითად, ერთი ან ორივე მშობლის ან ბავშვის დაპატიმრების, დატუსაღბის, გასახლების, დეპორტაციის ან სიკვდილის (მათ შორის სიკვიდილისა, რომელიც დადგა ნებისმიერი მიზეზით სახელმწიფოს გამგებლობაში ამ პირის ყოფნის დროს) შემთხვევაში, ასეთი მონაწილე სახელმწიფო მშობლებს, ბავშვს ან, თუ ეს აუცილებელია, ოჯახის სხვა წევრს მათი თხოვნით გადასცენ საჭირო ინფორმაცია ოჯახის შესაბამისი წევრის (წევრების) ადგილსამყოფელის თაობაზე, თუ ამ ინფორმაციის გადაცემა ზიანს არ აყენებს ბავშვის კეთილდღეობას. მონაწილე სახელმწიფოები შემდგომში უზრუნველყოფენ, რომ ასეთი თხოვნის წარდგენა თავისთავად არ იწვევდეს შესაბამისი პირისათვის (პირებისათვის) საზიანო შედეგებს.
