მოსამართლეს სასამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, ასევე იმ მოსამართლეს, რომელსაც 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტების და 86 1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მისი ამოქმედების შემდეგ მიაღწია საპენსიო ასაკს და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2606 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.179 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2453 - სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.398
მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ
მუხლი 16
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 16 აპრ. 2003 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 8 დეკ. 2009
- · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005
- · გამოქვეყნდა 20 აგვ. 2003
მე-16 მუხლში სამისდღეშიო პენსიის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა იმ მოსამართლეებით, რომელთაც 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდათ უფლებამოსილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მითითებული ნორმების საფუძველზე, მიაღწიეს საპენსიო ასაკს და აქვთ არანაკლებ 10 წლის სტაჟი; პენსია მოქმედი მოსამართლისათვის განსაზღვრული ხელფასის სრული ოდენობითაა.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

