საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 54. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (შემდგომ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი).

2.საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3.საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4.საერთო სასამართლოების დეპარტამენტში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად.

5.საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ა და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.

6.საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

7.საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

8.საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.

9.საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.

10.საერთო სასამართლოების დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, საერთო სასამართლოების დეპარტამენტს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის ორგანული კანონი №2943 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

4

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №1/3/209,27628.06.2004გადაწყვეტილება(1)
    ტექსტი ძალადაკარგულია
    ძალის დაკარგვის თარიღი: 28.06.2004საქმის გადასინჯვის საფუძველი
  • 55507.05.2013კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • 55131.01.2013კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • №1/1/27605.03.2004საოქმო ჩანაწერი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-312-20222022-07-1354
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    უნდა დაამტკიცოს თუ არა კრედიტორმა ზიანი პირგასამტეხლოს მოსათხოვად?

    სსიპ-მა მენარდე შპს-ს ნარდობის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისა და ხელშეკრულების შეწყვეტისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მოსთხოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოვალის შესაგებლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა ერთობლივი შეფასებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ხოლო მისი მოთხოვნისათვის ზიანის დამტკიცება აუცილებელი არ არის. სასამართლომ გაითვალისწინა ხელშეკრულების საგანი, შემკვეთის საჯარო ფუნქცია და ნაკლიანი შესრულება. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სსსკ 411-ის საფუძველზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლო მთლიანობაში 13 385.90 ლარით განისაზღვრა.

  • №ას-1921-20182020-05-2124
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ვის წარედგინება მესამე პირის სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ?

    მოსარჩელე ითხოვდა მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლებას, რომელიც სხვა პირისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული ბაჟის აღსასრულებლად დაწესდა. დავის საკასაციო საკითხი იყო, წარმოადგენდა თუ არა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი სარჩელზე სათანადო მოპასუხეს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კრედიტორი სახელმწიფოა, ხოლო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უფლებამოსილებიდან არ გამომდინარეობს მისი უფლებამოსილება საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში; სასამართლომ ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახაზინო ანგარიშზე განთავსებასთან დაკავშირებულ დავებში სათანადო მოპასუხედ მიიჩნია. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 27 ივნ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 ივნ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

  2. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  2. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014

    54-ე მუხლის მე-10 პუნქტში დეპარტამენტის საბანკო და სადეპოზიტო ანგარიშები შეიცვალა სახელმწიფო ხაზინაში ანგარიშით, კომერციულ ბანკში ანგარიში კი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევით შემოიფარგლა; პროცენტის სახით დარიცხული თანხის დეპარტამენტისთვის კუთვნილების წესი ამოღებულია.

  3. 54-ე მუხლით დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა: საბჭო აკონტროლებს მის საქმიანობას და ამტკიცებს დებულებას, თავმჯდომარე ამტკიცებს ხარჯთაღრიცხვას საბჭოსთან შეთანხმებით, განისაზღვრა დაფინანსება, ბეჭედი და ანგარიშები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16645923⁵7779³55491191514914695754
მითითებამნიშვნელობით ახლოსმოსამართლეთა სოციალური…საერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…ბავშვის უფლებათა კოდექ…აჭარის ავტონომიური რეს…პროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა