საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა უძრავი ნივთის განკარგვის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (აუქციონის, კონკურსის და პირდაპირი განკარგვის დროს); ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 31. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
რედაქცია №2 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 15 იან. 2010
თემები:ქონების რეგისტრაცია





