Legal.geLegal.ge
ჩვენ შესახებსპეციალისტებიორგანიზაციებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიორგანიზაციებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.geLegal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ტრენინგები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

  1. მთავარი
  2. /
  3. სპეციალისტები
  4. /
  5. სალომე ბეჟაშვილი
სალომე ბეჟაშვილი ადვოკატი / მედიატორი საქართველო

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

სამოქალაქო სამართალი
ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო)
მენტორი ადვოკატი
რუსთავი, ბათუმი, გორი, მცხეთა, საგარეჯო, ქუთაისი, თბილისი
Georgian, English, Russian

ბიოგრაფია

სალომე ბეჟაშვილი არის ადვოკატი, მედიატორი, ლექტორი და საადვოკატო ბიუროს (BBK - Business & Law) მმართველი პარტნიორი, რომელსაც 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს ბიზნეს სამართლის, კომერციული სამართლის, შრომითი სამართლის, კორპორაციული მმართველობის, მედიაციისა და დავების ეფექტიანი გადაწყვეტის მიმართულებით. იგი არის საადვოკატო ბიურო „ბი ბი ქეი – ბიზნესი და სამართალი“ (BBK)-ის მმართველი პარტნიორი და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, ასევე საერთაშორისო ბიზნეს წარმომადგენლობა რეკუსის მმართველი პარტნიორი. პარალელურად ხელმძღვანელობს საერთაშორისო კომპანია AE-SOLAR იურიდიულ დეპარტამენტს და წარმოადგენს არაერთ ქართულ და უცხოურ კომპანიას ყოველდღიურ სამართლებრივ საქმიანობასა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში. სალომე ბეჟაშვილი 2017 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მენტორი ადვოკატი და აქტიურად მონაწილეობს პროფესიული სტანდარტების განვითარებაში. 2022–2025 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კონკურენციისა და კომერციული სამართლის კომიტეტს, ხოლო მანამდე იყო მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე. დღეის მდგომარეობით კი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე. იგი არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი და აკრედიტებული მედიატორი, სასამართლო მედიატორი, ასევე საქართველოს მედიაციის პალატის (BBK) დამფუძნებელი წევრი და აღმასრულებელი დირექტორი. 2019–2023 წლებში საქმიანობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორად, სადაც მონაწილეობდა მრავალ მნიშვნელოვან შრომით დავაში. სალომე არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც ასწავლის საგანს „დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზები“. ასევე არის მარკეტინგის საერთაშორისო სკოლის მენტორი და აქტიურად მონაწილეობს ახალგაზრდა იურისტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებაში. მის პროფესიულ გამოცდილებაში შედის როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა. სხვადასხვა პერიოდში ეკავა იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მთავარი იურისტის პოზიციები სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, მათ შორის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისა (თბილისი 2015) და ევროპის ახალგაზრდული მძლეოსნობის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიაში. 2016 წლიდან სალომე ბეჟაშვილი ხელმძღვანელობს საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის იურიდიულ დეპარტამენტს, ხოლო სხვადასხვა პერიოდში იყო სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის იურისტი. სალომე ბეჟაშვილს მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები კავკასიის უნივერსიტეტში. დამატებით გავლილი აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სპეციალიზებული პროგრამა შრომის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ბიზნესისა და კორპორაციული სამართალი; კომერციული და სახელშეკრულებო სამართალი; შრომითი სამართალი; მედიაცია და დავების ალტერნატიული გადაწყვეტა (ADR); კორპორაციული მმართველობა და სამართლებრივი რისკების მართვა; საერთაშორისო ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერა; სასამართლო წარმომადგენლობა და კომპლექსური სამართლებრივი კონსულტაცია. სალომე ბეჟაშვილი თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს

სპეციალიზაციის სფეროები

სახელშეკრულებო სამართალივალდებულებითი სამართალისაკუთრების სამართალი

სპეციალისტთა კატალოგი

იურისტი

ფილოსოფია

ჩემთვის სამართალი მხოლოდ ნორმების ერთობლიობა არ არის, ის არის ნდობაზე, პასუხისმგებლობასა და შედეგზე დაფუძნებული პრაქტიკული პროფესია. მჯერა, რომ ადვოკატისა და იურისტის მთავარი როლი არ შემოიფარგლება სამართლებრივი პრობლემის შეფასებით; მისი მისიაა კლიენტისთვის ისეთი გადაწყვეტილების მოძიება, რომელიც სამართლებრივად სწორი, ბიზნესისთვის ეფექტიანი და პრაქტიკულად განხორციელებადია. ყოველ საქმეს ინდივიდუალური მიდგომით ვუდგები. ვსწავლობ არა მხოლოდ სამართლებრივ საკითხს, არამედ იმ ბიზნესსა თუ გარემოს, რომელშიც კლიენტი საქმიანობს. სწორედ ამგვარი ხედვა მაძლევს შესაძლებლობას, შევთავაზო სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ მიმდინარე დავის გადაწყვეტას არ ემსახურება, არამედ მომავალში სამართლებრივი რისკების შემცირებასაც უზრუნველყოფს. წარმატებული იურისტი არის არა მხოლოდ ძლიერი პროცესუალური წარმომადგენელი, არამედ მოლაპარაკებების ეფექტიანი მონაწილე. ამიტომ, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობას ვანიჭებ მოლაპარაკებას, მედიაციასა და შეთანხმებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტას. როდესაც დავა გარდაუვალია, კლიენტის ინტერესებს მაქსიმალური პროფესიონალიზმით, პრინციპულობითა და პასუხისმგებლობით ვიცავ. ჩემი საქმიანობა ეფუძნება ოთხ ძირითად პრინციპს: პროფესიულ ეთიკას, კომპეტენციას, გამჭვირვალობასა და შედეგზე ორიენტირებულობას. ვთვლი, რომ კლიენტთან გრძელვადიანი ურთიერთობა იქმნება არა დაპირებებით, არამედ ხარისხიანი მომსახურებით, დროულ კომუნიკაციითა და მიღწეული შედეგებით. ჩემი მიზანია ვიყო სანდო სამართლებრივი პარტნიორი, რომელიც ეხმარება ბიზნესსა და კერძო პირებს რთულ სამართლებრივ საკითხებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი ინტერესების ეფექტიან დაცვაში, რისკების იდეთიფიცირებასა და მათ დაზღვევაში;

მსგავსი სპეციალისტები

ლიანა ზაგაშვილი იურისტი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

სალომე მიქაუტაძე საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

სანდრო სარუხანიშვილი იურისტი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

ირაკლი ღლონტი იურისტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

იოსებ გაბარაევი სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

მარიამ სარიშვილი საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

გსურთ დაუკავშირდეთ სპეციალისტს?

დაუკავშირდით სალომე ბეჟაშვილი-ს პირდაპირ

ან