უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 56. დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დადგენა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 15 იან. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაინტერესებული ფიზიკური პირის ვინაობა დგინდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ბინადრობის ნებართვა ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი.

2.დაინტერესებული იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის იდენტიფიცირება ხდება რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერით შესაბამისი სახელმწიფო რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მათი დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.

3.დაინტერსებული ადმინისტრაციული ორგანოს იდენტიფიცირება ხდება მისი დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.

4.თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის ვინაობა დგინდება პირადობის და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

5.თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს განცხადების წარმომდგენის მეშვეობით, განცხადების წარმომდგენის ვინაობა დგინ-დება ეროვნულ სააგენტოსთან არსებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტით და განცხადების წარმომდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

6.დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დასადგენად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამის ორგანოთა მონაცემთა ბაზა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 სექ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
411¹16119195522228 (და…131156
მნიშვნელობით ახლოს,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს მოქალაქეთა…სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს მოქალაქეობ…უცხოელთა და მოქალაქეობ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა