Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 19

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 19. სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობისა და ქმედუნარიანობის დადგენა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023
თემები:გადაცემის პროცედურები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123567

1.სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას, მათ შორის, სანოტარო მოქმედების კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შესრულებისას, ნოტარიუსი ადგენს პირის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა. დასაშვებია სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთში სამოქმედოდ, ბინადრობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა.

2.დასაშვებია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების გამოყენებით. თუ სანოტარო მოქმედება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სრულდება, ნოტარიუსი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, დამატებით გამოიყენოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები.

3.თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან ეჭვს იწვევს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა, ანდა ეჭვს იწვევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების შესაბამისობა იმ პირთან, რომლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურებაც უნდა მოხდეს ნოტარიუსის მიერ, ანდა არსებობს რაიმე სხვა გარემოება, რომელიც ნოტარიუსს ხელს უშლის პირის იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურებაში, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.“ 4. (ამოღებულია - 17.03.17, №223).

5.14 წლამდე არასრულწლოვნის პირადობას, რომელსაც არა აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნოტარიუსი ადგენს დაბადების მოწმობით, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის, მშვილებლის, მეურვის, მზრუნველის) თანდასწრებით, რომელიც ადასტურებს არასრულწლოვნის პირადობას.

6.ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო აქტში მიუთითოს სანოტარო მოქმედების მონაწილეთა სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, თუ მას არ გააჩნია პირადი ნომერი, მიეთითება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი).

7.ნოტარიუსი ვალდებულია დარწმუნდეს სანოტარო აქტის მონაწილის ქმედუნარიანობაში და თავისი რწმენის შესახებ მიუთითოს დამადასტურებელ წარწერაში. ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ ეჭვი ეპარება მასში მონაწილე პირის ქმედუნარიანობაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №136 - ვებგვერდი, 02.08.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 17 მარტის ბრძანება №223 - ვებგვერდი, 17.03.2017 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 17 მარ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 22 სექ. 2020
  2. 17 მარ. 2017
  3. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 28 მარ. 2012
  4. 2 აგვ. 2012
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სანოტარო მომსახურებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 4 ცვლილება · ბოლო 22 სექ. 2020
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30მუხლი 31მუხლი 62მუხლი 63მუხლი 66

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 65ფიზიკური პირის ცოცხლად ყოფნის დადასტურება
  • 20სანოტარო აქტის შედგენა იურიდიული პირის მონაწილეობით
  • 17სანოტარო მოქმედების შესრულების ფორმალური საფუძვლები

ნოტარიატის შესახებ

  • 48პირის ვინაობის, უფლებამოსილებისა და ქმედუნარიანობის დადგენა, წარმომადგენლის უფლებამოსილების შემოწმება და დოკუმენტების გამოთხოვა
  • 38სანოტარო მოქმედება
  • 51სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 11¹
  • 11
  • 12

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 56დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დადგენა

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 9დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დადგენა

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 23სანოტარო მოქმედებების შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹11129483830316263666520175619
მითითებამნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს მოქალაქეთა…უძრავ ნივთებზე უფლებათ…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23