უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 65. ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 15 იან. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის განცხადება, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოცემას.

2.განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის განცხადება, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს შეუზღუდავად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 სექ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
102222124421430423171063615765
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა