,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 10. განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა, პირობითი განცხადება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 31 დეკ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) სააგენტოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს მიერ ან სასამართლო აქტით (არბიტრაჟის გადაწყვეტილებით) დაკისრებული ვალდებულება – მიიღოს გადაწყვეტილება.

2.სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია სააგენტოში შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახურისათვის ან ავტორიზებული პირისათვის მიმართვით, პირადად ან ფოსტის მეშვეობით.

3.განცხადებაზე განმცხადებლის მიერ ხელმოწერა უნდა შესრულდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ამ ინსტრუქციით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია.

4.სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ შემთხვევებში განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ასევე შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული სახით.

5.განცხადებების წარდგენა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა წარმოებს ელექტრონული პროგრამის საშუალებით, სააგენტო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში მისი რეგისტრაციითა და მასზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით. უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი განცხადება და გასცეს განცხადების მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენის ფაქტს.

6.უკვე წარმოდგენილ განცხადებაზე დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის დართვისათვის ახალი განცხადება არ მოითხოვება, ხოლო უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ გაიცემა მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის ფაქტს.

7.ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენს განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს, იგი შესაძლებელია გახდეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

8.სარეგისტრაციო წარმოება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სააგენტოს მიერ პირობითი განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

9.თუ მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადება წარმოდგენილია ფოსტის ან კანცელარიის მეშვეობით, ან არსებობს სააგენტოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო აქტით (არბიტრაჟის გადაწყვეტილებით) დაკისრებული ვალდებულება მიიღოს გადაწყვეტილება, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრიროს პირობითი განცხადება. პირობითი განცხადების მიმართ არ მოქმედებს ამ ინსტრუქციის ის ნორმები, რომლებიც სავალდებულოა დაინტერესებული პირის განცხადების მიმართ.

10.პირობით განცხადებაში უნდა აისახოს კანონმდებლობით განცხადებისთვის დადგენილი აუცილებელი ინფორმაცია ამ მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით.

11.სააგენტო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) სააგენტოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს მიერ ან სასამართლო აქტით (არბიტრაჟის გადაწყვეტილებით) დაკისრებული ვალდებულება – მიიღოს გადაწყვეტილება. 2. სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია სააგენტოში შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახურისათვის ან ავტორიზებული პირისათვის მიმართვით, პირადად ან ფოსტის მეშვეობით. 3. განცხადებაზე განმცხადებლის მიერ ხელმოწერა უნდა შესრულდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ამ ინსტრუქციით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია. 4. სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ შემთხვევებში განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ასევე შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული სახით. 5. განცხადებების წარდგენა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა წარმოებს ელექტრონული პროგრამის საშუალებით, სააგენტო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში მისი რეგისტრაციითა და მასზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით. უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი განცხადება და გასცეს განცხადების მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენის ფაქტს. 6. უკვე წარმოდგენილ განცხადებაზე დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის დართვისათვის ახალი განცხადება არ მოითხოვება, ხოლო უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ გაიცემა მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის ფაქტს. 7. ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენს განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს, იგი შესაძლებელია გახდეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. 8. სარეგისტრაციო წარმოება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სააგენტოს მიერ პირობითი განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. 9. თუ მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადება წარმოდგენილია ფოსტის ან კანცელარიის მეშვეობით, ან არსებობს სააგენტოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო აქტით (არბიტრაჟის გადაწყვეტილებით) დაკისრებული ვალდებულება მიიღოს გადაწყვეტილება, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრიროს პირობითი განცხადება. პირობითი განცხადების მიმართ არ მოქმედებს ამ ინსტრუქციის ის ნორმები, რომლებიც სავალდებულოა დაინტერესებული პირის განცხადების მიმართ. 10. პირობით განცხადებაში უნდა აისახოს კანონმდებლობით განცხადებისთვის დადგენილი აუცილებელი ინფორმაცია ამ მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით. 11. სააგენტო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 ივლ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
787725⁶820²1411585957131110
მნიშვნელობით ახლოსუძრავ ნივთებზე უფლებათ…,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს მოქალაქეთა…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს ზოგადი ადმ…სამოქალაქო აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა