საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 20. რეგისტრაციიდან მოხსნა

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება: ა) ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციისთანავე; ბ) პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემისთანავე; გ) ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. თუ განმცხადებელი საცხოვრისის მესაკუთრეა, იგი წარადგენს მხოლოდ წერილობით განცხადებას, ხოლო თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრე არ არის, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, განცხადებას უნდა ერთოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; დ) თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი იქნება მის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის მისამართზე რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა. რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოგზავნილი მესაკუთრის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში პირმა, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, წერილობითი ფორმით განაცხადა შესაბამის მისამართზე მისი ცხოვრების თაობაზე და აღნიშნული ასევე წერილობითი ფორმით დასტურდება ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას რეგიტრაციიდან მოხსნაზე უარის თქმის შესახებ. განცხადების წარმდგენ პირს (საცხოვრისის მესაკუთრეს) უფლება აქვს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს განცხადებაზე, რის საფუძველზეც სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე; ე) შესაბამისი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის, დაზიანების ან მსგავსი გარემოების (რის გამოც შეუძლებელია შენობა-ნაგებობის საცხოვრებლად გამოყენება) შესახებ, მუნიციპალიტეტის მერიის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ან სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის შეტყობინების საფუძველზე, აღნიშნული გარემოების დადგომიდან 6 თვის გასვლისთანავე, თუ შეტყობინება გამოგზავნილ იქნა გარემოების დადგომიდან 6 თვის გასვლის შემდეგ – შეტყობინების მიღებისთანავე, ხოლო თუ გარემოების დადგომის თარიღი უცნობია,- შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ; ვ) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის მიმართ შედგენილია ოქმი საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების თაობაზე და აღნიშნული ღონისძიების განხორციელებიდან გასულია 2 თვე.

2.გარდაცვლილი პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება გარდაცვალების რეგისტრაციასთან ერთად, ან ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ გარდაცვალების მოწმობის, ასევე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების რეგისტრაციის, ან გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების, ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან სხვა ქვეყანაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების შესახებ შეტყობინების (ინფორმაციის) უფლებამოსილ სამსახურში წარმოდგენისთანავე/მიღებისთანავე.

3.დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) და მისამართების დაზუსტებისას (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ან მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, აგრეთვე სხვადასხვა საველე ან/და პრაქტიკული სამუშაოების განმახორციელებელი იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ან უშუალოდ ამ სამუშაოების განმახორციელებელი პირის (პირთა ჯგუფის) მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღებისთანავე, რომელიც შესაბამის სამუშაოს აწარმოებს სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე ან სააგენტოს მონაწილეობით.

4.ამ წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე.

5.პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შემთხვევაში, რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.

6.დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტისას, რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება დროებითი ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლისთანავე ან ბინადრობის ნებართვის შეწყვეტისთანავე.

7.მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება აღნიშნული ვადის გასვლისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19⁴234574 (და…1219651012 (დ…20
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეთა…სააღსრულებო წარმოებათა…ნარჩენების შეგროვების,…ქვეყანაში სიღატაკის დო…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა