საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 5. რეგისტრაციის ვალდებულება და სუბიექტები

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს მოქალაქე, ასევე პირი, რომელიც გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღია უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით .

2.საქართველოში მცხოვრები უცხოელი, მიუხედავად ასაკისა, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე ­– ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვეში გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3.დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმ არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია, რომელსაც დაბადების რეგისტრაციისას მიენიჭება პირადი ნომერი. პირი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულად ითვლება დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან.

4.რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც ფლობენ/ფლობდნენ ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტს და არ მოხსნილან საქართველოში რეგისტრაციიდან (მუდმივი რეგისტრაცია), თუ არ არსებობს მათი ხელახალი რეგისტრაციის საფუძველი.

5.საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე , რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ემიგრაციის ნებართვის საფუძველზე მუდმივად საცხოვრებლად გაემგზავრა სხვა სახელმწიფოში.

6.საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლის შემთხვევაში პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა , რეგისტრაციის გასავლელად ამ წესის მოთხოვნათა დაცვით მიმართოს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს . ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3454 (და…6262070207230²18 (დ…5
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეთა…უცხოელთა და მოქალაქეობ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს მოქალაქეობ…ქვეყანაში სიღატაკის დო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა