საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 4

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მას რეგისტრაციაში გაატარებს. აღნიშნული წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე.

2.საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად ითვლება ახალ მისამართზე მისი რეგისტრაციის თარიღი.

3.პატიმრობის ან სასჯელის მოხდის გამო პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას შესაბამისი დაწესებულება, სადაც ეს პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს ამ პირის ადგილსამყოფელი, რაზედაც სათანადო აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

4.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ყოფნის გამო პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ხნით შეცვლისას იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც ეს პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს მისი ადგილსამყოფელი, რაზედაც სათანადო აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

5.თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს, აგრეთვე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო ან საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფ პირს არ აქვს რეგისტრაციის ადგილი, შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია კანონით დადგენილი წესით, ამ პირის რეგისტრაციაში გატარების მიზნით მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. პირის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება აღნიშნული დაწესებულების მისამართი. ამ შემთხვევაში პირის რეგისტრაციაში გატარებისას პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება სავალდებულო არ არის. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2213-სსმI, №42, 10.12.2009წ., მუხ.315 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №957 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3529 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №53 · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ივნ. 2012
  2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში რეგისტრაციის გასავლელად მიმართვა აღარ ეხება პირადობის მოწმობის მიღებას და 10 სამუშაო დღის ვადა ამოღებულია; მე-5 პუნქტი ვრცელდება სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფ პირებზეც და მხოლოდ რეგისტრაციაში გატარებას ეხება, პირადობის მოწმობის აღება კი სავალდებულო არ არის.

  3. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  4. · გამოქვეყნდა 10 დეკ. 2009

    მე-2 პუნქტში ამოღებულია ორგანოებს შორის შეტყობინებისა და რეგისტრაციიდან მოხსნის ვადები; რჩება მოხსნის თარიღის განმსაზღვრელი წესი, რომელიც ახლა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებლის შეცვლას ეხება.

  5. ამოღებული მე-4 პუნქტის ნაცვლად დადგინდა დაწესებულების ადმინისტრაციის 10-დღიანი ვალდებულება, აცნობოს სააგენტოს სამხედრო სამსახურის გამო 3 თვეზე მეტით საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ, და ტექსტში გაჩნდა მე-5 პუნქტი რეგისტრაციის ადგილის არმქონე პირის რეგისტრაციისა და პირადობის მოწმობის გაცემის წესით.

  6. · გამოქვეყნდა 16 იან. 2006

    პირველ პუნქტში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ შეტყობინება ეგზავნება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც პირს 10 დღეში (და არა 5 დღეში) გაატარებს რეგისტრაციაში.

  7. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2004

    მე-4 მუხლის პირველ პუნქტში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შეტყობინების ზღვარი სამი თვიდან 6 თვემდე შეიცვალა, ხოლო ადრესატი გახდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო; ვადები ციფრებით ჩამოყალიბდა.

  8. · გამოქვეყნდა 12 ივლ. 2002

    პირველ პუნქტში ამოღებულია რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ფორმულირება, ხოლო მე-4 პუნქტი, რეგისტრაციის მოწმობის რეკვიზიტებისა და მისი ძალის შესახებ, მთლიანად ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41539232472786041¹69724
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს ოკუპირებულ…საერთაშორისო დაცვის შე…თავდაცვის კოდექსიუცხოელთა და მოქალაქეობ…შვილად აყვანისა და მინ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №59 · ბოლოს შემოწმდა