1.ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გადაწყვეტილება რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გამოიცემა წერილობითი ფორმით. რეგისტრაციიდან მოხსნის სხვა საფუძვლების არსებობისას წერილობითი ფორმით გადაწყვეტილების გამოცემა სავალდებულო არ არის.
2.პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ჩანაწერის შესრულების დღიდან, ხოლო წერილობითი გადაწყვეტილების გამოცემის შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღების დღიდან. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ჩანაწერი პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე უნდა შესრულდეს გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
2¹.მისამართზე რეგისტრირებულ პირთა შესახებ ცნობის გაცემის მიზნებისთვის პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
3.სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია შეავსოს და სააგენტოს არქივების დეპარტამენტის საინფორმაციო-სამისამართო სამმართველოს გადაუგზავნოს რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათი იმ პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, რომლის რეგისტრაციის მონაცემები არ მოიპოვება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, თუმცა დოკუმენტურად დასტურდება მისი რეგისტრაციის ფაქტი. რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათის ფორმას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 11.04.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 19 ივნისის ბრძანება №1218 - ვებგვერდი, 19.06.2026 წ.

