საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 45. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში: ა) სახელის, გვარის გამოცვლისას; ბ) ჩანაწერებში უზუსტობის დადგენისას; გ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას; დ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

1¹.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პირი უფლებამოსილია პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი შეცვალოს, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები.

2¹.დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების თაობაზე შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.

3.ნაპოვნი პასპორტი ბარდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. აღნიშნულ შემთხვევაში ნაპოვნი პასპორტი, თუ ის არ არის გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ, ეგზავნება შესაბამისად მის გამცემ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ნაპოვნი პასპორტი ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.შესაცვლელი პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქმედ ვიზას უქმდება და ახალ დოკუმენტთან ერთად ანულირების გარეშე უბრუნდება მფლობელს.

5.შეცვლილი პასპორტი ანულირების შემდეგ, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს. შეცვლილი პასპორტის ანულირებისათვის აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 16.10.2019 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20⁵20⁶20¹1641651635191546444145
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა