Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებმუხლი 20¹

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 20¹

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:დროებითი ვიზებისაავიაციო ლიცენზირებაორმაგი მოქალაქეობანატურალიზაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²22¹2²2³33¹455¹5²6

1.საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

1¹.საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი (შემდგომ − სამგზავრო პასპორტი), ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომ − სამგზავრო დოკუმენტი) არის შესაბამისი პირის პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ. სამგზავრო პასპორტის დამატებითი დაცვის მქონე პირზე გაცემის შემთხვევაში ამ დოკუმენტზე აღინიშნება მისი მფლობელის სტატუსი.

1².საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის, მოქალაქეობისა და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტებია: დიპლომატიური პასპორტი და სამსახურებრივი პასპორტი.

2.პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

2¹.სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

2².სამგზავრო დოკუმენტი ან სამგზავრო პასპორტი ვარგისია შესაბამისად ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის საქართველოდან საზღვარგარეთის სახელმწიფოებში (გარდა მისი წარმოშობის ქვეყნისა) გასასვლელად.

2³.სამგზავრო პასპორტი გაიცემა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე ან დამატებითი დაცვის მქონე პირზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

3.საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე ან დამატებითი დაცვის მქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.

3¹.საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს გასცემს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პასპორტის მიღების მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

4.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი პასპორტის ბლანკებით უზრუნველყოფს სააგენტო.

5.საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემების საფუძველზე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დამზადებას უზრუნველყოფს სააგენტო, ხოლო მფლობელისთვის მის გადაცემას − სააგენტო ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

5¹.სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ სააგენტოსგან მიღებული , ამ კანონით გათვალისწინებული, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შენახვისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .

5².(ამოღებულია).

6.სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა პასპორტის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ( სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას არ გამოიყენება ამ კანონის 20 2 მუხლის 7 8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი). საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3355-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.255 საქართველოს 2010 წლის 1ოქტომბრის კანონი №3653-სსმI, №53, 11.10.2010წ., მუხ.337 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4049-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.493 საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2480 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №51 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №868 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 აგვ. 2014 – 1 იან. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  2. 1 თებ. 2017· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2016

    სამგზავრო დოკუმენტი 2¹ და მე-3 პუნქტებში მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე გაიცემა და ამოღებულია ჰუმანიტარული სტატუსის პირის პირადობის დოკუმენტის არქონის პირობა; 2² პუნქტში ვარგისობის წესი ახლებურად ჩამოყალიბდა, 2³ პუნქტით ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო პასპორტის გაცემა განისაზღვრა, ხოლო მე-3 პუნქტში ეს პასპორტი ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით გაიცემა.

  3. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 29 მაი. 2014
  4. 26 ივნ. 2012· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2012
  5. 20 დეკ. 2011
  6. 3 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010

    მე-6 პუნქტი გადაფორმულდა და სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას გამორიცხულია 20² მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების ელექტრონული წარდგენის წესის გამოყენება.

  7. 15 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 11 ოქტ. 2010

    მე-4 პუნქტი 3¹ პუნქტზე მიუთითებს და ბლანკებით საგარეო საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოფს სააგენტო; მე-5 პუნქტით სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს (ბიომეტრიულსაც) გასცემს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სააგენტოს რჩება მონაცემთა დამუშავება და დამზადება. 5¹ პუნქტიდან საკონსულო დაწესებულებები ამოვიდა, 5² პუნქტი კი ამოღებულია.

  8. 21 ივლ. 2010

    მე-3 პუნქტით პასპორტს გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების ან საზღვარგარეთ წარმომადგენლობების/საკონსულოების მეშვეობით; მე-4 და მე-5 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა, დაემატა 5¹ და 5² პუნქტები.

  9. 4 აპრ. 2008

    მუხლში შემოვიდა მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი და სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტები, მათი სამართლებრივი ძალა, ვარგისობა და გამცემი ორგანოები (1¹, 1², 2¹, 2², მე-3 – მე-6 პუნქტები).

  10. 1 მაი. 2006· გამოქვეყნდა 16 იან. 2006

    20¹ მუხლის მე-3 პუნქტში პასპორტს საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებზე გასცემს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, ხოლო მე-4 პუნქტი სხვა სახელმწიფოში მყოფ მოქალაქეებს ეხება და გამცემ ორგანოებს საგარეო საქმეთა სამინისტროც ემატება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 20¹⁰

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტურისტული ვიზა (C1)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოქალაქეობის ტესტებისთვის მომზადება (სდა)სერვისის გვერდი
  • ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებასერვისის გვერდი
  • პილოტის ლიცენზირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №59

  • 10 ცვლილება · ბოლო 7 ივლ. 2025
  • 16 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 20²
  • 11
  • 20⁵

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 5საქართველოს მოქალაქის პასპორტი
  • 19ემიგრაციის დოკუმენტი

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 44საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა
  • 43საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 6სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება და მომსახურების საფასური

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 79სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტ ო

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 164გადაწყვეტილება ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ
  • 163ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების საფუძველი

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 4 (დანართი 1)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20²1120⁵444316416351964 (და…7920¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს მოქალაქეობ…სახელმწიფო სერვისების …საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №59 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026